ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მოცეკვავე მარი ბაბეტას გარდაცვალებას ეხმიანება.
ის სიყალბესა და ფარისევლობაზე წერს, რომელიც მოცეკვავის გარდაცვალების შემდეგ დაინახა.
„ბაბეტაზე რაც გარდაცვალების შემდეგ ხდება, რა მარაზმია. მანამდე როგორი იყო მისი შეფასებები და დღეს, ერთ დღეში, როგორ შეუყვარდა ბევრს.
სიკვდილზე ვგიჟდებით. როცა მოვკვდები, ვისაც დღეს არ გიყვარვართ, არ მოგწონვართ, გიკრძალავთ ყალბ სტატუსებს:)
და ვისაც გიყვარვართ სიკვდილამდე მირჩევნია ამის გაგება“ – წერს ნანუკა ჟოჟოლიანი.
ცნობისთვის, მოცეკვავე მარი ბაბეტა რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.