რუისთან,სადაც ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა, დაიღუპა 1, ხოლო დაშავდა 4 ადამიანი. გარდაცვლილი მიკროავტობუსის მძღოლია.~
არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს დაზიანებები და დაჟეჟილობები სხეულის სხვადასხვა არეში აქვთ მიყენებული, თუმცა წინასწარი შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ორი ადამიანი, 50 წლის ფარგლებში, მდგომარეობა სტაბილურია. მოტეხილობები და სერიოზული დაზიანება არ არის. ნუ ერთს ვაკვირდებით დინამიკაში, რადგან მუცლის ტრავმა აქვს და ვაკვირდებით, ღვიძლი არის დაზიანებული თუ არა. სათანადო გამოკვლევები ჩაუტარდა. ჯერ საგანგაშო ვითარება არ გვაქვს და დაკვირვების შედეგად ბოლო დასკვნა იქნება“, – აღნიშნა ექიმმა ავთანდილ ბორცვაძემ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.