რუისთან ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა. შედეგად, დაიღუპა 1, ხოლო დაშავდა 4 ადამიანი.
გარდაცვლილი მიკროავტობუსის მძღოლია.
ცხედარი ცოტა ხნის წინ გორის ექსპერტიზის ბიუროში გაადაასვენეს, დაშავებულები კი სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოში გადაჰყავთ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
