ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს. მან გასული წელი შეაჯამა.
„ჩემი 2023 წლის შეჯამება ვისაც არ გაინტერესებთ, ასქროლეთ:)
ჩემთვის საყვარელი ადამიანი დავკარგე.. ძალიან მატკინა გული.
დედაჩემმა გაიკეთე ოპერაცია. და სანამ გამოიყვანდნენ ყველა ფრჩხილი დავიჭამე.
ირინკა წავიდა ამერიკაში, მანამდე ამ ყველაფერს სდევდა გრანტის მოპოვების წარმოუდგენელი სიხარული. მარტის მოვლენები და რუსული კანონი. ნანა მალაშხია და ლაზარე 💕
მანანა ჩიქობავად გარდავისახე და “ქალბატონ მანანას” დაძახილზეც ვიხედები.
შოვი! შოვი! შოვი! ვერასდროს მოვინელებთ.
ამ წელს მომიწია ჩემთვის არასასიამოვნო აღმოჩენების გაკეთება, რაზეც სალაპარაკოდ ჯერ მზად არ ვარ.
პოლიტიკურად ამ წელმა თავი პრეზიდენტის შეწყალებით დამამახსოვრა.
ნინო გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში თავისი “ევროპული ორბიტით” 💪🏻
ისრაელის ამბები გამყვება დიდხანს.
უკრაინაში ისევ ომია.
პუტუნი ამ წელსაც ვერ ჩაძაღლდა.
სტატუსი მივიღეთ 💕
ბიძინა დაბრუნდა 🥴
ზუსტად იმავე დღეს, წლის ბოლოს, შევწყვიტე ნერვიულობა იმაზე, რომ ვბერდები და კაია. მომეშვა:) არ ვიცი ამას ბიძინასთან რა კავშირი აქვს 😃
კიდევ იყო კაი და ცუდი რაღაცეები, რასაც ასე საჯაროდ ვერ გამოვამზეურებ:)“, – წერს ის.