ბრიტანელი მსახიობი გლინის ჯონსი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა დიდი ხნის მენეჯერმა, მიჩ კლემმა, გაავრცელა.
გლინის ჯონსს არაერთ ცნობილ ფილმსა თუ ტელესერიალში მიუღია მონაწილეობა, თუმცა მაყურებლისთვის ყველაზე საყვარელი 1964 წლის ფილმი „მერი პოპინსია“.
ჯონსმა პირველი როლი რომანტიკულ დრამაში „South Riding“ შეასრულა. 50-იან წლებში მან “ოსკარზე” ნომინირებულ ფილმ „The Sundowners“-ში ითამაშა.
წყარო: cnn