სოციალური ქსელის მომხმარებელი ლაშა ადამია ფანასკერტელის ქუჩაზე მომხდარი ამბის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ადამია წერს, ერთ-ერთი მოქალაქე, ძაღლს უდიერად მოექცა და სავარაუდოდ მის მიტოვებასაც აპირებდა.
„გამარჯობა. ამ მანქანით მოვიდა ახალგაზრდა ქალი ფანასკერტელზე (იპოდრომის თავზე რომ ტყეა). გადმოიყვანა საბელით ალბათ 3 თვემდე შავი ლეკვი, მიაბა წაქცეულ ხეზე, გადმოიტანა მგონი საკვები და წყალი (შორიდან ასე ჩანდა) და დაიწყო მანქანის გასუფთავება. შემდეგ მიუბრუნდა ლეკვს და რამდენჯერმე პლასტმასის ბოთლი უთავაზა ისე რომ წკმუტუნი დაიწყო საწყალმა. როდესაც მე დავუყვირე და შევეცადე შემერცხვინა, უსაქმური მეძახა და მირჩია სხვის საქმეში ცხვირი არ ჩამეყო. მერე მობილური რომ დამინახა ხელში, ჩასვა ლეკვი მანქანაში და გაბრაზებული გაქანდა მანქანით. ასეთი ადამიანები საშიშია ქვეყნისთვის გულისამრევი მხეცები არიან და არა ადამიანები არ გამოვრიცხავ რომ დატოვებას აპირებდა და გადაიფიქრა“, – წერს ლაშა ადამია.