ყოველდღიურად თითოეული ჩვენგანი ათობით სმს-შეტყობინებას იღებს, მათი ნაწილი კი სარეკლამო შინაარსის შემცველია, რომლებიც პირდაპირი მარკეტინგის ერთ-ერთი ნაირსახეობაა და ის ჩვენგან დამოუკიდებლად ხორციელდება.
მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, ბიზნესოპერატორს მასთან შეტყობინების გაგზავნა შეუზღუდოს, ეს ფუნქცია ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია.
2024 წლის 1 მარტიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება. სარეკლამო შეტყობინების გათიშვა მოქალაქეებისთის უფასო იქნება.
წყარო: Palitravideo.ge