მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი გადაცემა „სთორს“ ესტუმრა.
მან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის, ბავშვობაზე, დედაზე, მეუღლესა და შვილებზე.
„დედაჩემს წამოსცდება ხოლმე და პაატათი მომმართავს, შვილები სახელით არასოდეს მომმართავდნენ, რაც შეეხება მეუღლეს, ჩვენი საერთო შეთანხმებით, მე ოჯახი დავტოვე და ეს ყველაზე მეტად მეუღლეზე აისახა. ეს მოხდა 1996 წელს, როდესაც ბერად აღვიკვეცე. ჩემი და მეუღლის ურთიერთობას დაეტყო ეს ამბავი, ისე ოჯახთან ურთიერთობა მაქვს. სამი გოგოს მამა ვარ. მეუღლე, როგორც მეუფეს, ისე მომმართავს“, – აღნიშნა მან.