Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“კვერცხში იყო სისხლი”– მომხმარებელი „აგროჰაბის“ წინააღმდეგ

December 29, 2023
“კვერცხში იყო სისხლი”– მომხმარებელი „აგროჰაბის“ წინააღმდეგ

ბათუმში, „აგროჰაბში“ ნაყიდ კვერცხში მომხმარებელმა, ანა ბერძენიშვილმა სისხლისფერი სითხე აღმოაჩინა.

შემთხვევა 24 დეკემბერს მოხდა.

ანა ბერძენიშვილმა პროდუქტი სპეციალურ კონტეინერში მოათავსა და შესაბამისი კვლევისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსაც მიმართა. ამასთან,ის დაუყოვნებლივ დაუკავშირდა „აგროჰაბს“ ბათუმში და მოითხოვა გაერკვიათ, რასთან ჰქონდა საქმე.

„საკითხი ეხება ერთ-ერთ ცნობილ და საზოგადოებისთვის სანდო ჰიპერმარკეტს, სადაც რამდენიმე დღის წინ შევიძინე კვერცხი. შეფუთვაზე მითითებულია, რომ პროდუქტი არის „აგროჰაბის“. როგორც ჩანს, მათი ფერმა აქვთ.

კვერცხის გატეხის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ კვერცხში იყო სისხლი. თავიდან იმდენად გაოცებული და შოკირებული ვიყავი, მეგონა ხელი გავიჭერი, მაგრამ ხელში არც ბასრი საგანი მეჭირა და ბუნებრივია, შეუძლებელი იყო კვერცხის ნაჭუჭს გაეჭრა ხელი.

იმ წამსვე მოვახდინე რეაგირება, გადავუღე ფოტო, კვერცხი მოვათავსე სპეციალურ კონტეინერში და ფეისბუქის საშუალებით მივმართე „აგროჰაბს“. გამომეხმაურნენ, დამირეკეს და მკითხეს, იყო თუ არა პროდუქტი ნამდვილად მათთან შეძენილი, მქონდა თუ არა სალაროს ქვითარი. რა თქმა უნდა, ორივე გადავუგზავნე და ბათუმის ფილიალიდან დამირეკა წარმომადგენელმა. სანამ მივიდოდი ჰიპემარკეტში, მივმართე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, რომ ჩაეტარებინა კვლევა, თუ რისგან შედგებოდა კვერცხის შიგთავსი, იყო თუ არა დარღვეული შენახვის პირობები“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ანა ბერძენიშვილი, რომელიც პროფესიით იურისტია.

ანა ბერძენიშვილი დიდი ხანია „აგროჰაბის“ მომხმარებელია. ამბობს, რომ მისთვის, როგორც მომხმარებლისთვის, მნიშვნელოვანი იყო ქსელის პოლიტიკა, რომ „აგროჰაბი“ მომხმარებელს ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს. აქ ის და მისი ოჯახს წევრები ხშირად ყიდულობდნენ როგორც მზა, ასევე მალფუჭებად რძის პროდუქტებსაც და მისთვის ამ დრომდე არასდროს დამდგარა დღის წესრიგში „აგროჰაბის“ სანდოობის საკითხი.

ანა „ბათუმელებთან“ ხაზგასმით ამბობს, რომ მისი მიზანი არ არის რომელიმე ქსელის რეპუტაციული დაზიანება, მას სჭირდება პასუხი, რა იყო პროდუქტში.

პროდუქტი, რომელიც ანამ „აგროჰაბში“ შეიძინა, ამავე ქსელს ეკუთვნის და არ არის სხვა ბრენდის, ე.წ. შეტანილი პროდუქტი. შეფუთვაზევე მითითებულია, რომ ეს არის „აგროჰაბის“ ფერმის კვერცხი.

წაიკითხეთ ვრცლად

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვხედავ, მტკვარში 2-3 მანქანა კიდე გადავარდება, ამიტომ მოგიწოდებთ…”- გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
  • “დარწმუნებული ვარ, ამ კომიკურ ფიგურას განცხადება ივანიშვილის სხვა მსახურებმა დაუწერეს” – ენმ-ის პასუხი ყაველაშვილს
  • “ქოცების საკენკს არავინ ჭამს”- რომან გოცირიძე განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge