საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სააფთიაქო ქსელები შეთანხმებული (კარტელური) მოქმედებისთვის 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმა.
უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯარიმები 4 კომპანიას შეეხება:PSP: 17 094 872 ლარი;
ავერსი: 14 402 425 ლარი;
გეფა – ჯიპისი ფარმადეპო: 20 349 336 ლარი;
მერმისი: 951 301 ლარი.