Thursday, May 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home შოუბიზნესი

(ფოტო) “მივედი მის ყოფილ ქმართან, ანუ ჩემს მეგობართან და ვუთხარი, შენი ყოფილი ცოლი ცოლად მომყავს-მეთქი”

February 5, 2021
(ფოტო) “მივედი მის ყოფილ ქმართან, ანუ ჩემს მეგობართან და ვუთხარი, შენი ყოფილი ცოლი ცოლად მომყავს-მეთქი”

საყოველთაოდ ცნობილი მუსიკოსი დავით ევგენიძე თავისი დაქორწინების უჩვეულო ისტორიას იხსენებს:

“16 წლის წინ მოსკოვიდან ჩამოვედი, ვმუშაობდი ბონდარჩუკის ფილმზე “მეცხრე როტა”. ამ დროს კიდევ ერთხელ გართულდა რუსულ-ქართული ურთიერთობები და რუსეთის საკონსულო არ მუშაობდა. მე ერთი კვირით ვიყავი ჩამოსული ვიზის გასაგრძელებლად, მაგრამ ექვსი­ თვე მომიწია აქ ყოფნამ. სწორედ ამ პერიოდში­ “აჭარა ჰოლში” შევდიოდი და შემხვდა ნინო, რომელიც დაახლოებით 10 წლის უნახავი მყავდა. ძალიან გამიხარდა მისი ნახვა. გადავკოცნეთ ერთმანეთი და მაშინვე ვუთხარი, მოსკოვში უნდა წაგიყვანო-მეთქი. გაეცინა, დაიბნა, ამ დღიდან ერთ კვირაში ჩემი ცოლი გახდა.

მთელი თბილისი გაოცებული იყო. ცოლად მოვიყვანე­ თავისი შვილის დაბადების დღეზე. ვაცილებდი და სად მიდიხარ-მეთქი, ვკითხე. ჩემი შვილის დაბადების დღეზეო… მისი პირველი ქმარი ჩემი ძველი მეგობარია, დიდი ხნის გაცილებული არიან. მისი ყოფილი ქმრის დედაც ჩემი ახლობელია… შევყევი დაბადების დღეზე, თან ხელი მქონდა გადახვეული. სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა დაიბნა, ერთად რომ დაგვინახეს. მე მივედი მის ყოფილ ქმართან, მოვიკითხე და ვუთხარი, პირველს შენ უნდა გითხრა, შენი ყოფილი ცოლი ცოლად მომყავს-მეთქი. ჯერ ნინომაც არ იცოდა, რომ ცოლად მომყავდა… დაბადების დღიდან რომ წამოვედით, ნინოს დედა სახლამდე მივაცილეთ და ვუთხარი, მაპატიეთ, სახლში ვერ გაგატანთ, ნინო ჩემთან მიმყავს-მეთქი. დაიბნა… დავტოვეთ და ჩემთან წამოვედით. ჩემთანაც არავინ იცოდა ეს ამბავი. რომ შევედით, ვუთხარი, გაიცანით, ნინო ჩემი ცოლია-მეთქი”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” ევგენიძემ.

წყარო: კვირის პალიტრა

(ფოტო) "მივედი მის ყოფილ ქმართან, ანუ ჩემს მეგობართან და ვუთხარი, შენი ყოფილი ცოლი ცოლად მომყავს-მეთქი"

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რას წერს მტკვარში გადავარდნილი ერთ-ერთი ბიჭის მეუღლე სოციალურ ქსელში
  • “პოლოლიკაშვილის მესიჯმა დაადასტურა მყარად, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული, თავისი შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით”- კობახიძე
  • „ერთ-ერთს სასწრაფო ოპერაცია უტარდება…“ – ზუგდიდში, ავარიისას დაშავებული სამი მოზარდიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge