საქართველოს პოეტების საერთაშორისო ასოციაცია ჟურნალისტისა და პოეტის, თემურ ჩალაბაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა.
„საქართველოს პოეტების საერთაშორისო ასოციაცია და სრულიად საქართველოს აკაკი წრეთლის საზოგადოება,ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, პოეტ თემურ ჩალაბაშვილის გარდაცვალების გამო. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ბატონი თემურის სულს, რომელიც ქართველი პოეტების დიდ ოჯახს მოულოდნელად გამოაკლდა!“, – აღნიშნია პოსტში.
თემურ ჩალაბაშვილი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს მწერალთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე და საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი.
ლექსის წერა ადრეულ ასაკში დაიწყო. მისი ლექსები პერიოდულად რაიონულ გაზეთებში იბეჭდებოდა. შემდეგ ლიტერატურულ ჟურნალ “დროშა”-ში. მისი პოეტური ნათლობა რესპუბლიკურ პრესაში აქედან დაიწყო. ასევე, უნივერსიტეტის ჟურნალ “პირველ სხივში”, დამწყებ მწერლებთან ერთად (მოყოლებული ნოდარ დუმბაძის თაობიდან) იღებდა მონაწილეობას. იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი. მუშაობდა გამომცემლობის სახელმწიფო კომიტეტში უფროს რედაქტორად, გამომცემლობა “მერანი”-ს განყოფილების გამგედ. გამოცემული აქვს ოთხი კრებული: “მზე მამულის კვამლში”, “სანთელი”, “პოეტის ასი ლექსი” , “დაგიჩოქებენ ჩემი ლექსები”.
მიღებული ჯილდოები, პრემიები და პრიზები:2018 – თბილისის საპატიო მოქალაქე2011 – ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიასაქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი ივანე მაჩაბლისსახელობის პრემიავაჟა-ფშაველას სახელობის პრემიაგალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია.