ბლოგერი შოთ სიხარულიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„შვილის საფლავის ქვაზე ემიგრანტმა დედამ საკუთარი თავი დაახატინა ქეთინო ბოჭორიძე დღეს საქართველოში თელავში დაბრუნდა.
1 წელი გავიდა დღეს 26 დეკემბერს შოთიკო ბოჭორიძის გარდაცვალებიდან
შენს ფოტოებს და ვიდეოებს რომ ვუყურებ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირი ცხელი ქვიშით ამომივსეს და ხორცზე ნაკვერჩხალს მაყრიან💔 მიწისთვის მენანები…. ვინ იცის სად ხარ?..
ისე ლამაზად იცხოვრე, მზის ჩასვლას ჰგავდა შენი სიკვდილი… მაინც როგორ დაიტიე ამდენი ადამიანის სიყვარული, როგორ ჩასახლდი თითოეულ სულში, რომ მთელი თელავი შენს ჭირისუფლად თვლიდა თავს, ყველას მოგვიკვდი, შოთი, თითოეული ერთი ცრემლით მეტი ვიყავით საკუთარ თავზე დღეს შენს წლისთავზე…. შენი ღირსეულად განვლილი სიცოცხლე, ადამიანად ყოფნის ნამდვილ მნიშვნელობას გვაგრძნობინებდა როცა თელავში შენს სახლში ჩამოვდიოდით მე ნიკა გიორგაძე და დავით ქურდიანი…
დარჩა მშვიდობის ქუჩაზე შენი სიცოცხლე, სადაც ცხოვრობდი, ყველგან შეიძლება თელავში შენი სულის სიდიადის დანახვა, იმ სულის, რომელიც დარდობდა სიკეთისა და რწმენის დაცოტავებაზე, ღმერთის მაუწყებელი წილის დაშრეტაზე ადამიანში.
გიყვარდა ყველა და ყველაფერი, ქრისტიანული ცხოვრებით იცხოვრე ამდენი წელი… გჯეროდა დაცემულის აღდგენის, ბოროტების სიკეთედ გადაქცევისა ამ რწმენას გამოხატავდი თითოეული სიტყვით საქმით ყველაფერს მარადიულობის თვალსაზრისით უყურებდი, არაფერს ანაწევრებდი, პატარა საგანსაც კი არ უშვებდი შენს გარშემო შეუყვარებლად, როცა ყველასა და ყველაფერს გულის ძილით ეძინა თელავში…
ჩემს თელავში სხვანაირად გათენდა დღეს განსაკუთრებულად მშვიდობის ქუჩაზე როცა გავიღვიძე და შენს სახლს შევხედე ამ დილით კიდეც….
შოთი შენ ხომ “ჩვენი” ჩემი ნიკასი და დათოსი სიკეთისფერი ხუჭუჭა ღიმილის ბიჭი იყავი ძალიან გვიყვარდი…. შენმა სიკვდილმა ძალიან შეგვცვალა თითქოს სულ სხვანაირი გავხდით და შევიცვალეთ….. შენი ვიდეოები და ფოტოები ბათუმში ერთად გატარებული დღეები ყველაფერს ერთად ვუყურეთ და გაგიხსენეთ…
გვტკივა უზომოდ და უკიდეგანოდ უშენობა, დაგვტოვე მარტო…..ღამღამობით კი შენს საფლავთან დღით მოწყენილი სულები ვთბებით. დათო კი იტალიიდან დაგტირის და სულისშემძვრელად ენატრები….
ახალი და საშინელი შეგრძნება ყოფილა უიმედოდ რომ გენატრება ვინმე გვენატრები შოთი💔 “არ იმსახურებდი ასეთ სიკვდილს..
და ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის ემიგრანტების და იმ ადამიანების თანადგომა ჩემს მიმართ ვინც 1 წელი შოთო სიხარულიძეს ამხნევებდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აწუხებდა…. პირველად გამიკვირდა და ცოტა ვიამაყე კიდეც იმ განცდით რომელსაც ადამიანების ყურადღება და სიყვარული ჰქვია ასეთ მძიმე დროს…. მონატრების, ტკივილის, არეული მოგონებებისა და რეალობასთან შეგუების 1 წელი გავიდა.
ალბათ, შესაფერისი სიტყვების მოძებნა ძალიან გამიჭირდებოდა იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რაც შენს მარადიულობაში გადანაცვლებას მოჰყვა თუმცა დღეს მე ეს შევძელი…. მადლობა ამის ძალა რომ მომეცი….
რატომ შენ? … ჩემი ნახევარი გული წაიღე…” –shotiko bochoridze მენანები იმ ქარისთვის შენს საფლავზე, რომ ააშრიალებს დაღლილ ხეებს…
მენანები იმ ქარისთვის აბუჩად,რომ იგდებს და გამუდმებით აქეთ-იქით არწევს შენს საფლავზე ამოსულ გვირილებს…
მენანები მიწისთვის, ცივი მიწისთვის…
მენანები სამარადისო ძილისთვის…)))))))
შოთიკო უჩვეულო ყოველი,ჩვეული წესით დაიწყო,
მე ვეკითხები გამჩენსა,შენი სიკვდილი რა იყო,
პასუხი არსად არ ისმის,ალბათ ეს შეცდომა იყო
შენი სიკვდილი ჩვენთვის ხომ, მეხისა დაცემა იყო
24 წელი რა არის,ეს შენთვის სულ ცოტა იყო,
იმ უდიადეს სიყვარულს,რაც შენ დათესე შოთიკო…
ვერაფრით ვერ მოასწრებდი შენ,რომ ღვთის შვილი არ იყო,
ძალიან მიკვირს, ამდენი ცრემლი სად იყო,
სხეული მწარედ რად მეწვის,ნუთუ შენა ხარ შოთიკო
თუ,ასე ძლიერ მიყვარდი,ამხელა გრძნობა სად იყო,
ახლა,რომ სული გამომღრღნა და გული ორად გამიყო 😢
(ეს ბუნება,საოცარი არის, შენ ხომ ყველას გვხედავ მაღლა ციდან, ჩვენ კი ვნატრობთ სიზმრებს,ვაი ჩვენი ბრალი,
მენატრები ძლიერ არ მგონიხარ მკვდარი,
ძლიერ მომენატრა შენთან საუბარი.
დამესიზმრე გეხვეწები,შენ არა ხარ მკვდარი,
შენი სული გარდაიქმნა და ზეცაში არის)
“შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი”😔😔ნათელში იყავი ჩემო დარდო და ტკივილო…💔მენატრები💔 ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული…
სიზმარში ვარ ისევ .. ეს სტატუსი რა არის იმასთან შედარებით რასაც შენ იმსახურებ..
ნეტავ გამიბრაზდებოდი? არა.. ღიმილნარევად მეტყოდი მადლობაოო ..
დღემდე თვალწინ მიდგას როცა თვალებს ვხუჭავ. დიდხანს ვცდილობდი თვალები არ დამეხუჭა ასე გაგრძელდა ბევრი თვე… ჩემს გონებაში შავი ასოებით ამოიტვიფრა ეს ტრაგედია…“, – წერს ის.