„თბილისი ენერჯის“ ცნობით, ბუნებრივი აირი დედაქალაქის 5 165 აბონენტს არ მიეწოდება.
კომპანიის ინფორმაციით, გაზი არ მიეწოდება გლდანში 4 764 აბონენტს, დიღომში 290-ს, ნაძალადევში 101-ს, სამგორში 3-ს, ჩუღურეთში 3-ს, მთაწმინდაზე 2-ს და სანზონაში 2-ს.
თბილისი ენერჯიში აცხადებენ, რომ უმეტეს რაიონში ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 18:00 საათზე აღდგება.