თბილისში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ცნობით, გვიან ღამით მამაკაცი მოკლეს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მოკლული სამხედროა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
არაოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.