„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 დეკემბერს, 01:00-დან 06:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ლისი, ნაფეტვრები, მსხალდიდი, სოფელი აგარაკი, მუხათწყარო, თხინვალა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.