„1 წელი გავიდა შოთიკო ბოჭორიძის გარდაცვალებიდან. 26 დეკემბერია დღეს… 1 წელია, ყველას ერთად გვაწვიმდა, ვინც გიცნობდა და ვისაც უყვარდი…”–წერს სოციაურ ქსელში შოთო სიხარულიძე, რომელიც პოსტს ავარიაში გარდაცვლილ მეგობარს უძღვნის.
არც ისე გრძელი იყო ეს დრო, რომ ტკივილი ცოტათი მაინც განელებულიყო. ისე წახვედი, არც გიფიქრია, რამხელა ტკივილს ტოვებდი მიწაზე, რომ უშენოდ ქვეყანა დაპატარავდა, უშენობაა აუტანელი, შენმა წასვლამ ყველას ატკინა გული და სული, ალბათ ფიქრობდი, რომ უბრალო ადამიანი იყავი ამ ქვეყნისა და არასდროს მოგსვლია აზრად, რამხელა ტანჯვასა და სიმარტოვეს ვიგრძნობდით უშენოდ. დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ ახლა სულ სხვაგვარადაა ყველაფერი. 1 წელმა უშენობის ჩაიარა და ვერ შევძელით შევბრძოლებოდით სულის ტკივილს. წერას რომ ვიწყებდი, მეგონა ერთი ამოსუნთქვით დავწერდი ყველაფერს, რასაც ვგრძნობდი, თუმცა ახლა ვხვდები, რომ იქიდან ორი სიტყვაც კი ვერ დავწერე.
რთული ყოფილა, რთული ამ ფიქრების წერა… 1 წელი ტკივილის და ჯერ კიდევ დიდი გაუცნობიერებლობის საშინელი დღეები. ენით აუწერელი ტკივილი დაგვიტოვე ყველას, გაანადგურე და თავდაყირა დააყენე შენი ემიგრანტი დედის და ოჯახის, ყველას ცხოვრება, ვინც გიცნობდა, არ ვიცი ამ ტკივილს როდის შევეგუებით ან შევეგუებით კი საერთოდ? ზოგჯერ არც კი გვჯერა, რომ ეს სიმართლეა, ანგელოზს შეგადარებდით, ანგელოზი იყავი და ანგელოზად დარჩები ყველასათვის, ნათელში იყავი ჩვენო ყველასგან და ყველაფრით გამორჩეულო და განსაკუთრებულო.
შოთიკო ბოჭორიძე, რომელიც იყო ყველა მის ირგვლივ მყოფის იმედი, საყრდენი, ერთგული და შეუცვლელი ძალა,
ადამიანი განსაკუთრებული დამოკიდებულებით ცხოვრებასთან, პოზიტიური, ლაღი, კეთილი, უანგარო და რაც მთავარია, სულით თავისუფალი…
გულწრფელად გიხაროდა ყველას წინსვლა და წარმატება…
ყველას დააკლდები და ამ ფაქტს ალბათ, ბოლომდე ვერავინ შეეგუება, თუმცა ერთი ზუსტად ვიცი – ყველა ჩვენგანს ემახსოვრები და ეყვარები სანამ ნათელი გონება და ცოცხალი გული გვაქვს… არ ვიცი, რა ვთქვა და საიდან დავიწყო, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული.
ვერ წარმომიდგენია ახლა თელავი შენი ღიმილის გარეშე… შენი ხმის გარეშე. ახლა თელავში ვარ და ჩემი თვალები გეძებენ და გელოდებიან, ჩემი ჩამოსვლა და შენ ასოცირდებოდი მშვიდობის ქუჩასთან…
ისეთი თბილი და კეთილი ჩუმი და უწყინარიც იყო, ისეც გაშორდა ამ წუთისოფელს. მეხის გავარდნას ჰგავდა მისი გარდაცვალება. ერთხელ არ დაუჩივლია, არ დაუწუწუნია არაფერზე ცხოვრებას შეჰხაროდა…
ამ დღეს ცრემლი ახლავს, რა ვქნათ, დრო მკურნალად ვერ გვექცა უფრო მძაფრად შევიგრძნობთ რეალობას, 1 წლის განმავლობაში მომხდარი კარგი თუ ცუდი მოვლენების თანაზიარი აღარ ხარ, შენებური სითბოთი და აღტაცებით ვერ გამოხატავ სიხარულს და ვერც მწუხარებას იზიარებ. ყოველ წამს გვაკლიხარ, იმიტომ, რომ შენი ყურადღება, სითბო და სიყვარული მოგვაკლდა, შენი სახელი და ღირსება დიდ ჩრდილად ადგას შენს ოჯახს და ყველგან გვეამაყები, რომ შენი გვქვია…
შენი გახსენებით და მოფერებით არ დავიღლებით.
გავიდა ცრემლით, ტკივილით და მონატრებით სავსე 1 წელი, წახვედი და დაგვიტოვე უსაზღვრო სევდა. გაუსაძლისია შენთან განშორება, დაუვიწყარია შენთან ყოფნის პერიოდი. ყოველ წუთს გიხსენებთ და ძალიან გვაკლიხარ. ცრემლიანი თვალებით შევყურებთ შენს სურათს, სანთელს გინთებთ და ვლოცულობთ შენი სულისთვის.
არ ვიცით, რა დავარქვათ უშენობით გამოწვეულ გრძნობას მონატრება, სევდა თუ მწუხარება.
ცრემლიანი ვიხსენებთ შენს მიერ გაკეთებულ უამრავ კეთილ საქმეს. 2022 წლის 26 დეკემბერი, შენი აღსასრულის დღე, ჩვენთვის მწარედ მოსაგონებელია. შენ დააკლდი არა მარტო ოჯახს, არამედ სანათესაოს და სამეგობროს. ყველას გულში დიდი ტკივილი და მწუხარება დატოვე. დაგვაკლდა შენი სითბო და მზრუნველობა, კეთილო და სათნო.
ა-ღარ მიფეთქავს გული და
ძ-არღვებში სისხლი დამიშრა,
ე-რთი სიცოცხლე მქონდა და
უდროოდ ისიც გამიქრა.
შოთი ლანდად შენი სახე მუდამ თან დაგვყვება, ალბათ მონატრება შენი გაგვაგიჟებს, დარდიანი გული უკვე ვეღარ ფეთქავს, უკვე ვეღარ ვუძლებთ, ამდენ ცრემლს და ფიქრებს. ნეტავ ახლა ჩვენთან იყო როგორც ძველად, ამოდენა ტკივილს გული ვეღარ იტევს… ალბათ, ღმერთის ნება იყო შენი წასვლა, დამწუხრებულებს ცრემლი შემოგვიტევს, ახლა ყველაფერი თითქოს გვიანია, ის ყველა წამი თვალწინ გვეხატება, შენი გულისტკენა ყველას გვინანია, ვხვდებით რომ შოთიკო ძლიერ-ძლიერ გვენატრება…“ – ვკითხულობთ პოსტში.
თელავში მომხდარი უმძიმესი ავარიის შედეგად დაღუპული შოთიკო ბოჭორიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.