Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

როგორ გაჩნდა თემურ წიკლაურის მანქანაში გოგონა, რომლის ნათლიაც თავად გახდა – ნამდვილი ამბავი

February 4, 2021
როგორ გაჩნდა თემურ წიკლაურის მანქანაში გოგონა, რომლის ნათლიაც თავად გახდა – ნამდვილი ამბავი

ჟურნალისტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ნამდვილ ამბავს თემურ წიკლაურის შესახებ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„თემურ წიკლაური – პაპაკაცი

/ნამდვილი ამბავი/

თბილისი რომ დიდი გულის ქალაქია, ყველა გულიანმა ადამიანმა კარგად იცის. ეს ამბავი კი კოჯორში დაიწყო, მერე თბილისში განვითარდა მოვლენები, შემდეგ ისევ კოჯორში გაგრძელდა და შემდეგ ისევ თბილისში. ერთი სიტყვით, ახალ „მთავარ როლში,“ არც მეტი, არც – ნაკლები, ჩვენი საყვარელი მომღერალი თემურ წიკლაური აღმოჩნდა.

***

მამა-პაპისეულ ეზო -კარში მოფუსფუსე თემურ წიკლაურს ოციოდე წლის კოჯრელი ოთო ფიჩხულიშვილი მიეჭრა:

– ვიღუპები, მიშველე თემური ძიაო! – თან მანქანისკენ ექაჩებოდა აფორიაქებული. თავიდან ვერაფერი გაიგო, მაგრამ ახალგაზრდა, დაბნეულ ბიჭს რომ შეხედა, მაშინვე საჭეს მიუჯდა. ორიოდე წუთში ყველაფერს მიხვდა. ცოლს მუცელი ასტკივნია და შინ კი არავინ იყო უფროსებიდან. ოთო ხომ ბალღი იყო და ცოლიც მთლად ბალღი ჰყავდა, ეს ორივე ბალღი კიდევ თავის ბალღს ელოდებოდა. მაშინვე ჩასვა მანქანაში და თბილისისკენ გამოაქანა.

გოგო გაუჩერებლივ კიოდა, ბიჭი „ბანს“ აძლევდა – გვიშველე, ძია თემურ, ჩქარა წადიო!

ქარივით მოქროდა თბილისკენ თემურ წიკლაური. მაშინდელი ენგელსის ქუჩაზე ჩამოვიდნენ თუ არა, მშობიარემაც დაიძახა:

– გააჩერე თემური ძია, მეტს ვეღარ მოვითმენო. გადაირია თემური, გადმოხტა მანქანიდან, დარბის, ყვირის, მიშველეთო, მაგრამ კაციშვილი არ ჩანს. სასწრაფოსაც დაურეკა. გაგიგონია?!

…მერე, ცოტა გოგომ ივაჟკაცა, ცოტა ბიჭმა, ცოტა თემურ წიკლაურმა და შუაგულ სოლოლაკში მერცხალივით გოგო დაიბადა. ჰოდა, მაშინვე დასჭექა: მარიამი დაიბადაო! ამდენ ფაცი-ფუცში ნელ – ნელა ხალხიც მოგროვდა. როცა გაიგეს რაშიც იყო საქმე და უბანში გოგო დაიბადა, შეიქნა ერთი ამბავი: გადაკეტეს ქუჩა, ვინ თეთრეულს მოარბენინებდა, ვინ – წყალს… იმ უბნელმა ჟანამ კი თემურის მანქანის ძარაზე შამპანურები შემოდგა…

საოცარი სანახავი იყო იმ ღამეს თბილისის შუაგული… ზოგი ტიროდა, ზოგი იცინოდა, ერთმანეთს ულოცავდენენ…

თემურ წიკლაურმა ყური მოკრა (მერეღა გაახსენდათ), აქვე ახლოს ცხოვრობს გინეკოლოგების ოჯახიო. მაშინვე მათკენ გაიქცა. კარი ახლაგაზრდა ქალბატონმა ნინო მაჭავარიანმა გაუღო. ახლა ის დაიბნა კარზე მომდგარი თემური რომ დაინახა.

– ჭიპლარს რა უყავითო? – ეკითხება. რას უპასუხებდა თემური? მანქანისკენ გაიქცნენ….

შემდეგ კი ყველა საგზაო წესის დარღვევით, როგორც იქნა, მესამე სამშობიარომდე მიაღწიეს და თემურ წიკლაურმა მშვიდობით „ჩააბრა“ დედა- შვილი ექიმებს.

სამშობიარო სახლიდან კი ისევ სოლოლაკში დაბრუნდა, მთელი თუ არა, ნახევარი სოლოლაკი თემურს ელოდებოდა. დილამდე ისე იქიფეს, ცა მიწაზე ჩამოტანეს სადღეგრძელოებით, პატარა მარიამს თბილისი ლოცავდა…

არადა, იმ დღეებში თემურს ერთხელ კიდევ დასჭირდა სამშობიარო სახლში მისვლა. ამჯერად, საკუთარი ქალიშვილი გააქროლა და კაი გვარიანი მღელვარების და ბოლთის ცემის მერე პაპაკაცი გახდა. ძალიან უყვარს თემურს, როცა პაპას ეძახიან, ნამდვილი ქართულიაო, გულიანად იცინის ხოლმე. ანდრია პაპის გულის გამხარებელია, მარიამი კი…

თემურ წიკლაურმა პატარა მარიამი მონათლა. მარიამი მშობლებთან ერთად კოჯორში ცხოვრობს, თემურიც ხშირადაა იქ, უყვარს მამა- პაპისეულ ეზოში ფუსფუსი…

ზუსტად არ ვიცი ასაკი, მაგრამ მარიამიც და ანდრიაც ახლა თანატოლები არიან…

* * *

მეტი რა გითხრათ ამ ამბავზე? ეს ყველაფერი ჩემს ერთ-ერთ წიგნში „თბილისელი ქალის ჩანაწერები“ დავბეჭდე. დღეს მარიამიც და ანდრიაც უკვე დიდი გოგო-ბიჭები არიან, ლამაზები, ჭკვიანები და თემური პაპას და ნათლიას გულის გამხარებლები. დარწმუნებული ვარ, მარიამი აუცილებლად მივა თემური ნათლიასთან გამოსამშვიდობებლად.

როდესაც თემური ამ ამბავს მიყვებოდა, იცით, როგორ უბრწყინავდა თვალები?! დღეს ამ შემთხვევის შესახებაც მომინდა მეამბნა ყველასთვის. თემურს ხვალ,

4 თებერვალს კოჯორში დაკრძალავენ, მისი შვილის, გიორგის გვერდით. რაც გიორგი ზეცაში გაუფრინდა, ამბობდა ხოლმე: მის სულს სულ დავეძებო…

პს. არც კი ვიცი, როგორ დაგემშვიდობო, თემურ… არ მინდა და იმიტომ, ვერ გიმეტებ და იმიტომ… როგორ მენანები, როგოორ… უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი…

(ფოტოზე სწორედ თემურის ხელში დაბადებული მარიამია!)“

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge