რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, ახალციხეში საახალწლო კონცერტზე აღარ იმღერებს.
აღნიშნული ინფორმაცია კაბუმ „ტაბულას“ დაუდასტურა. „არც ვმღეროდი“, – თქვა მან.
ამ ეტაპისთვის მიზეზი უცნობია.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, კაბუს ბრალი ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის აქვს წარდგენილი. მას სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.