ცოტა ხნის წინ ფრენბურთის მასწავლებელი ალიმან ლაფაჩიშვილი დაიღუპა – როგორც ცნობილია, ის სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავის გასწორების დროს ჩამოვარდა და 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
“ძალიან ცუდად ვართ!
ილია ხმამაღლა აღრიალებული არასოდეს მინახია.
მისი ფრენბურთის მასწავლებელი ალიმან ლაფაჩიშვილი გუშინ სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავის გასწორების დროს ჩამოვარდა და 84 წლის ასაკში გარდაიცვალა…
ყვარლის მუნიციპალიტეტი, რა უნდა გითხრათ?
მაინც ვერ გაგაგებინებთ.
მაინც ვერ გაგიჩნდებათ ის ადამიანური განცდა, რომ კრიზისულ მდგომარეობაში 84 წლის ადამიანს, მარტოხელა მშობელს, გაჭირვებულ ადამიანს მიხედოთ.
ორი თვის უკან სტიქიამ საშინლად დააზიანა ყვარელი.
უკვე რამდენი თვე გავიდა და დღემდე არაფერი გაუკეთებიათ!!!
გუშინწინდელმა ქარიშხალმა იმ დროს დაზიანებული სახურავები ს უმეტესობა კიდევ უფრო მეტად გაანადგურა.
მათ შორის ჩვენიც.
თავად სხედან თბილ კაბინეტებში, შეკრულ სახლებში, ბევრ ფულნაშოვნი და …
ერთი-ორი კვირა აღწერას მოუნდებიან, რამდენიმე თვე მთავრობიდან გამოყოფილ ბიუჯეტს, შემდეგ ტენდერი, ტენდერში მათმა კაცმა უნდა გაიმარჯოს, იქიდანაც ხომ უნდა დაიტოვონ და ბოლოს ზოგს გადაუხურავენ და ზოგს ვერა…
ძველი სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების შეკეთება ჯერ არც დაუწყიათ!!!
ამასობაში მეორე სტიქიამ კიდევ უფრო გაანადგურებს ამ გაუბედურებულ ხალხს.
და ასე გრძელდება ეს გაუსაძლისი ცხოვრება…
აი, ეს არის რეალობა!
ამ გაუსაძლის რეალობას გუშინ ილიას საყვარელი მასწავლებელი ალიმან ლაფაჩიშვილი შეეწირა!!!
ძალიან ცუდად ვარ!
ფოტო-ალიმან ლაფაჩიშვილი თავის ფრენბურთელებთან ერთად.
ეს მისი ბოლო ფოტოა”