ფოთში საპატრულო პოლიციის შენობასთან 45 წლამდე მამაკაცი მოკლული იპოვეს. გარდაცვლილ გურამ ახალაიას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 ჭრილობა აქვს მიყენებული. ის შვილთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მისი მიმართულებით გაისროლეს. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
სავარაუდო დამნაშავე მომხდარის შემდეგ მიიმალა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.