ცნობილი მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
“არ არსებულა ჯერ ისეთი უამინდობა, რომელსაც არ ჰქონია დასასრული, საბოლოოდ მზე ყოველთვის გამოდის… ასე რომ არ იდარდოთ მეგობრებო, საახალწოლოდ ძალიან დაგვითბება.
ხმელთაშუა ზღვის აუზზე მდებარე დიდი და შთამბეჭდავი ანტიციკლონი ფაქტიურად ჩააქრობს შუქს ისედაც გაურკვეველ ზამთრის აქტივობაზე, სითბოა მოსალოდნელი ახალი წლის დღეებში, სრულად ევროპაში და მათ შორის საქართველოშიც – 29 დეკემბრიდან პრაქტიკულად გაზაფხულის მსგავსი ტემპერატურის მაჩვენებლებით 18/20°C- თან ახლოს…
მანამ კი 26 დეკემბრის შუადღემდე საქართველოში ნარჩუნდება ცივი და ნალექიანი ამინდი – შტორმული გაფრთხულება ძალაშია ზეგ დილამდე.
ამოთხრილი ხეები დაირგვება, გადახდილი სახურავები შეკეთდება…. მთავარია გუშინ ამოჭრილი ქარიშხლის ფონზე მსხვერპლი არ იყო, ყველაფერი კარგად იქნება.
ბედნიერ დღეებს გისურვებთ
მეტეოროლოგი – კობა ფარტენაძე”