დმანისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 2 ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ.
ერთმანეთს 2 ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული 2 პირი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ვინ არიან გარდაცვლილი მამაკაცები, ამ დროისთვის უცნოობია.