სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მეუღლეს აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიეცა.
როგორც BBC იუწყება, ჰანან ელატრის, ხაშოგის მეუღლეს, ეშინოდა მისი უსაფრთხოების და 2020 წლის აგვისტოში ჩავიდა შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მოთხოვნით.
ინფორმაციისთვის, ხაშოგი 2018 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა და აშშ-ს დაზვერვამ განაცხადა, რომ მკვლელობის უკან საუდის არაბეთი დგას.