ლოზანის საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, სოლანჟ პეტერსი ამბობს, რომ ახალგაზრდებში სიმსივნური დაავადებების შემთხვევები გაორმაგებულია.
„50 წლამდე ადამიანებში სიმსივნური დაავადებები ოდესღაც ძალიან იშვიათი იყო. ახლა ის ძალიან გახშირდა, თითქმის გაორმაგდა“, – ამბობს ლოზანის საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, სოლანჟ პეტერსი. მისი აზრით, ეს „საგანგაშო ნიშანია“.
„შემთხვევების რაოდენობა 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებშიც იზრდება, მაგრამ, მათ შემთხვევაში, მოსახლეობის დაბერებასთან გვაქვს საქმე“, – განუცხადა ხუთშაბათს, 21 დეკემბერს პეტერსმა გაზეთ „24 საათს“ („24 heures“).
„50 წლამდე ასაკის ადამიანებში კიბო ადრე იშვიათობას წარმოადგენდა. ახლა ვითარება იცვლება, – ამბობს ის, – მართალია, ამ ასაკობრივ ჯგუფში (50 წელი და ქვემოთ) დააავდებულთა რაოდენობა, უფრო ხანდაზმულებთან შედარებით, კვლავ ნაკლებია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ აღნიშნულ ასაკობრივ სეგმენტში (50 წელი) მათი რიცხვი თითქმის გაორმაგდა. ეს საგანგაშო ნიშანია“. დაავადების სიხშირის ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემია სარძევე ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავის, პანკრეასის, ღვიძლის, პროსტატის, თირკმელების და საშვილოსნოს კიბოს შემთხვევებში.