არსებობენ ნიჭიერი ადამიანები და არსებობენ მრავალმხრივად ნიჭიერები. ყველასთვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაძე სწორედ ამ უკანასკნელს მიეკუთვნება. „დაიჯესტმა“ გადაწყვიტა დღეს დუტას შესახებ, მის ოჯახსა და ბავშობაზე გიამბოთ.
მაშ ასე: პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ სხირტლაძე დუტას დედის გვარია, სინამდვილეში მისი გვარი ვალიცკია. ამის შესახებ დუტამ საჯაროდ პირველად 2014 წელს ისაუბრა.
„დედის გვარზე ვარ და არ ვარ სხირტლაძე. მამის მხრიდან ბებია მყავს სომეხი, ხოლო მე მაქვს პოლონური გვარი, რომელიც სულაც არაა პატარა გვარი. ჩემი წინაპარი 200 წლის წინ ჩამოვიდა ბელორუსიიდან, როდესაც მათი მთავარი რუსეთის წინააღმდეგ აჯანყდა და გადაასახლეს ციმბირში, ხოლო მისი შთამომავლები ჩამოვიდნენ საქართველოში. ჩემი ნამდვილი გვარია ვალიცკი, ამაში დასამალს ვერაფერს ვხედავ“, – ამბობდა დუტა ერთ-ერთ ინტერვიუში.
დუტას ოჯახი
ტელეწამყვან დუტა სხირტლაძემ წლებია ოჯახური ბედნიერება იპოვა და იუველირ მარინა ნაცვლიშვილთან ერთად ორ შვილს ზრდის.