საქართველოს პოლიტკურ-სოციალური მოვლენებს, 2 გამორჩეული ადამიანი – ლევანი და გია გაჩეჩილაძეები ჰყავს. არ ყოფილა თანამედროვე საქართვლოს ისტორიაში მნიშვნეოვანი მოვლენა, რომლებშიც ისინი არ ფიგურირებენ. ერთი შოუმენია, მეორე ბიზნესმენი. მათი ტანდემი იდეალურია.
გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“ ძირითადად შემოქმედებით საქმიანობას ეწევა — ის ქმნის მუსიკას, არის მწერალი , მსახიობი, შოუმენი და აქტივისტი. გია, წლების წინ შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. 1998 წელს გამოსცა წიგნი „ბედისწერა“. 2005 წლიდან რადიო „უცნობის“ დამფუძნებელი.
საზოგადოებას თავი შემოქმედების გარდა აქციებში აქტიური მონაწილეობით დაამახსოვრა. ამბობდა, რომ დედამიწის ზურგზე რაც უნდა მოხდეს, პოლიტიკაში არასდროს წავა.
„პოლიტიკაში ერთი წამით არ შემიდგამს ფეხი და ამას არც არასდროს ვაპირებ. მე ყოველთვის იმ განცხადებებს ვაკეთებდი, რომელიც იმ დროს საქართველოს სჭირდებოდა. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დროს ვერაფრით გავჩერდებოდი და ისე ვერ მოვიქცეოდი, თითქოს არაფერი ვიცი. ყოველთვის ვიდგები იქ, სადაც საჭიროა და ვიტყვი იმას, რასაც ვფიქრობ. ეს შემიძლია და ეს უნდა ვაკეთო. ვინც ამას პოლიტიკას დაუკავშირებს, კი ბატონო. ჩემთვის ეს სამშობლოს სიყვარულია. დედამიწის ზურგზე რაც უნდა მოხდეს, პოლიტიკაში ფეხს არასდროს შევადგამ“, – ამბობს გია გაჩეჩილაძე.
ლევან გაჩეჩილაძემ მოღვაწეობა როგორც ბიზნესმენმა დაიწყო. 1994 წელს მან კომპანია „Georgian Wines and Spirits“ (GWS) დააფუძნა, რომელიც 1999 წელს საქართველოს „წლის კომპანიად“ დასახელდა, ხოლო თავად გაჩეჩილაძემ კი „წლის ბიზნესმენის“ წოდება მიიღო.
პოლიტიკური კარიერა უფროსმა ძმამ 1999 წელს დაიწყო, ამავე წელს ის საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.
ის მალევე გამოეყო უმრავლესობას და დავით გამყრელიძესთან ერთად შექმნა პარტია ახალი მემარჯვენეები. 2002 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაჩეჩილაძე გახდა თბილისის საკრებულოს წევრი მემარჯვენეების სიით.
2003 წელს მას პარტიის წევრებისგან განსხვავებული შეხედულება აღმოაჩნდა ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებით, რის გამოც დატოვა პარტიის თავმჯდომარის პოსტი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ახალი მემარჯვენეები“. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო გაერთიანებული ოპოზიიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. არჩევნებშ ვერ გაიმარჯვა. შემდეგ პოლიტიკასაც ჩამოშორდა ბოლო პერიოდში ლევანს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. მას კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს.
2018 წელს თბილისის მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან სოციალური სამსახურის შუამდგომლობით ლევან გაჩეჩილაძეს 30 ათასი ლარი გამოუყო, მაშინ ამ ფაქტს დიდი ამბავი მოჰყვა, მაგრამ რაც მთავრია ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური გახდა.
ჯანმრთელობის პრობლემები უმცროს გაჩეჩილაძესაც ჰქონდა, მან წლების წინ გულის ოპოერაცია გაიკეთა:
„გულის ოპერაციის შემდეგ, თავზე დამეწყო პრობლემები. 9-წლიანმა ცემა-ტყეპამ თავისი შედეგი გამოიღო. დამეწყო ტკივილები, მეხსიერების დაკარგვა და მქონდა წამონაზარდი, როდესაც გერმენიაში თავზე გადამიღეს ექიმები გაგიჟდნენ. სერიოზული ტრავმა მქონდა…“ – ამბობდა გია ეკა ხოფერიას თოქ-შოუშო.
ბიძინა ივანიშვილი და გაჩეჩილაძეების ოჯახი
გაჩეჩილაძეებსა და ივანიშვილებს ნათლიამირონობა აკავშირებთ. გია გაჩეჩილაძის შვილმა ბიძინას გოგონა, გვანცა მონათლა.
„მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილთან ახლო ურთერთობა მქონდა. ჩემმა შვილმა ირინამ, მისი შვილი გვანცა მონათლა. 20 წელზე მეტია მასთან ურთიერთობა აღარ მქონია. და ბევრი რამ აღარ მომწონდა მისი მმართველობის პერიოდში, მაგარამ სულ ვიტყვი, რომ მან დიდი უბედურებისაგნ გვიხსნა. ელემენტარულად, უკეთესი ციხე გვაქვს“, – ამბობდა „უცნობი“ ერთ-ერთ იტერვიუში.
უცნობი შვილისა და შვილიშვილის დაბადებაზე
„როცა ჩემი შვილი გაჩნდა, რუსეთში გასტროლებზე ვიყავით. სპექტაკლის ბოლოს უნდა შემოსულიყო ერთ-ერთი გმირი და ეყვირა – ბიჭია, ბიჭი. თურმე გაუგიათ, რომ გოგო შემეძინა და დაიყვირეს გოგოა! გოგო! თარჯიმანმა ეს გადათარგმნა როგორც – ბიჭია ბიჭი. იქვე სცენაზე გავიგე რომ შვილი შემეძინა და იქვე ვიზეიმეთ. საოცრება იყო. რაც შეეხება შვილიშვილის გაჩენას, ის პატრიარქის აღსაყდრების დღეს დაიბადა და უწმინდესის საპატივცემულოდ ილია დავარქვით“, – იხსენებდა „უცნობი“.
ახლა გია გაჩეჩილაძეს თავისივე რადიოში გადაცემა, „უცნობის კიდობანი“ მიჰყავს. ლევანი კი ბიზნეს საქმინობას დაუბრუნდა.
წყარო: “დაიჯესტი”