პრაღაში სროლას მსხვერპლი მოყვა. იან პალახის მოედანზე კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის აკადემია მდებარეობს. წინასწარი ინფორმაციით, პრაღაში სროლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაიჭრა.
დაღუპულთა შორის, პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია თავად მსროლელიც. ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ იან პალახის მოედანი და უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა.
პრაღაში სროლის დროს საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ.
სოციალური ქსელის მომხმარებელი, მირანდა ჩარკვიანი წერს, რომ იმ უნივერსიტეტში, სადაც სროლა იყო და ადამიანები დაიღუპნენ, მისი დის შვილი სწავლობს:
“ჩემი დისშვილი პრაღაშია, იმ უნივერსიტეტში, სადაც დღეს 15 სტუდენტი მოკლეს და 20 დაჭრეს. ვიდრე გავიგებდი რომ კარგადაა, თავი და გული გამისკდა. ახლა ის მაწუხებს, რატომ ვერ ხედავს კარგი სისტემებიც პრობლემას-ადამიანი იყო სკოლაში, უნივერსიტეტში, სოციუმში და ვერსად სისტემამ ვერ დაინახა პოტენციური მკვლელი მენტალური ჯანმრთელობის საკითხი უნდა იყოს პრიორიტეტების ტოპ სამეულში, ყველგან და ყოველთვის.”
ცენტრალურ პრაღაში სროლას მსხვერპლი მოყვა. იან პალახის მოედანზე კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის აკადემია მდებარეობს. წინასწარი ინფორმაციით, პრაღაში სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაიჭრა.