ბლოგერ ნენე ქურდაძის დაქორწინების შემდეგ, საზოგადოებაში გაჩენილ მითქმა-მოთქმას რესტორატორი დავით გიორგობიანი სპეციალური მიმართვით პასუხობს.
გავრცელებული ხმას, რომ „ნაფოტა“ ნენეს გათხოვებამ დაამწუხრა, რესტორატორი კატეგორიულად უარყოფს.
„ჩემზე და ნენეზე ისეთი ამბავია ამტყდარი… რაღაც ნაღვლიან ვიდეოებს აკეთებენ, გატეხილ გულებს ადებენ, აკვირდებიან ჩემს თვალებში ლექსების კითხვის დროს, რასაც ვაკეთებდი შარშან, შარშანწინ, ხედავენ ცრემლებს. ნენე ჩემი უსაყვარლესი ადამიანია, ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა. ძალიან მაგარ ბიჭთან ერთად არის, ძალიან მაგრად უყვართ ერთმანეთი და ძალიან ბედნიერები არიან. ნენე გაგითხოვდაო, მიწერენ, ამას არ იმსახურებს. თავისი ცხოვრება აქვს, ძალიან ბედნიერია.
ვისაც ნენე გვიყვარს, შინაურებს, ძალიან ბედნიერები ვართ, ისე კარგად არის და ისეთ მაგარ ბიჭთან არის. არ უნდა დატირებები და გატეხილი გულები. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, ნენეს თავისი, კარგად ვართ. დედას გეფიცებით, კარგად არის ნენე, კარგად ვარ მეც.
ამდენი წელი ერთად ვიყავით, ბევრი ვიდეო გვაქვს, სულ ჩახუტებულები ვიყავით, ნენე ეგეთი გოგოა. ნენე თქვენც ძალიან გიყვარდათ, ასეთი კომენტარები „ტეხავს“. ყველამ ჩვენ ჩვენს ცხოვრებას უნდა მივხედოთ,“ – ამბობს დავით გიორგობიანი.