მილიარდერ ილონ მასკის ნეიროტექნოლოგიურმა სტარტაპმა Neuralink, მაიმუნის ტვინში მიკროჩიპი წარმატებით ჩანერგა. ამის შესახებ Bloomberg-ი მასკზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მასკი ამტკიცებს, რომ მაიმუნი ახლა ვიდეოთამაშებს გონების ძალის გამოყენებით თამაშობს. მასკის თქმით, იმპლანტი შეუმჩნეველი, მაიმუნი კი „ბედნიერია“. მან Neuralink-ის გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, კომპანიაში იმედი აქვთ, რომ „დაჩიპული“ მაიმუნები ერთმანეთთან ინტელექტუალურ პინგ-პონგს ითამაშებენ.
მან ასევე პირობა დადო, რომ დაახლოებით ერთ თვეში გამოაქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც მოთამაშე მაიმუნები იქნებიან ასახულები.
Neuralink-ი 2017 წელს დაარსდა, მასკმა კომპანიაში 100 მილიონ დოლარზე მეტი ჩადო. კომპანია ადამიანის ტვინის კომპიუტერთან დამაკავშირებელი ტექნოლოგიის შექმნაზე მუშაობს, რომელიც პერსპექტივაში ადამიანებს თავის და ზურგის ტვინის ტრავმების გადალახვაში დაეხმარება. კერძოდ, იმპლანტის დახმარებით მათ ტრავმის შედეგად დაკარგულ უნარებს დაუბრუნებს.