Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„გადაიყვანა მკვდარი ძაღლი ექსპერტიზაზე, ბანერი დაბეჭდა „SOS აქ ცოფით მოკვდა ძაღლი“ – ვინ არის მაღაზიის მეპატრონე, რომლის წყალობითაც დადგინდა იმ მოზარდის ვინაობა, რომელიც ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა

December 21, 2023
„გადაიყვანა მკვდარი ძაღლი ექსპერტიზაზე, ბანერი დაბეჭდა „SOS აქ ცოფით მოკვდა ძაღლი“ – ვინ არის მაღაზიის მეპატრონე, რომლის წყალობითაც დადგინდა იმ მოზარდის ვინაობა, რომელიც ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა

„გალფის“ PR სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო ჯიბლაძე, სოციალურ ქსელში წერს იმ ადამიანის შესახებ, ვინც რამდენიმე დღის წინ, პირველმა, კახეთის გზატკეცილზე ძაღლის მიერ მოზარდის გაკაწვრის თაობაზე შესაბამისი უწყებები საქმის კურსში ჩააყენა.

სწორედ მან, მაღაზიის მმართველმა, ჯაბამ, დარეკა 18 დეკემბერს სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მას ზემოაღნიშნულ ფაქტზე აცნობა.

„ეს ფანტასტიური და ჯადოსნური ამბავი უნდა წაიკითხოთ:

გუშინწინ განგაშის ზარი რომ შემოჰკრა, ბავშვის და ძაღლის ამბავზე, ამ პიროვნებაზე უნდა მოგიყვეთ ორი სიტყვა.
ცნობილი ხილ-ბოსტნის მაღაზიის მმართველი, ჯაბა – გახლავთ ადამიანი, რომელიც ყველა სიტუაციაში შეძლებს იყოს გმირი და არის კიდევაც, ამაში ეჭვი არ მეპარება.
ეს ამბავი კი, რომელმაც ყველა ასე დაგვზაფრა და გაგვაერთიანა, ასე დაიწყო:
ჯაბას ხილბოსტანთან მცხოვრებმა და მის მიერ შეფარებულმა ძაღლმა გაკაწრა ბავშვი. ბავშვის მამა მივიდა ადგილზე და სთხოვა ჯაბას თვალყური ედევნებინა ძაღლისთვის. შემთხვევიდან 10 დღეში მამა ისევ მისულა ხილბოსტანში. ჯაბასაც მიუხარებია მამისთვის, რომ ძაღლი კარგად გრძნობდა თავს. ზუსტად 20 დღეში კი ძაღლი მკვდარი იპოვნა და აქ იწყება რიგი რეაგირებისა, რომელსაც თვალს ვადევნებდი ამ დღენახევარში და არაფრით არ შემიძლია თქვენც არ გაგიზიაროთ. ჯაბამ:
– გადაიყვანა მკვდარი ძაღლი ექსპერტიზაზე. ცოფის დადგენის შემდეგ, სასწრაფოდ გაავრცელებინა განცხადება სურსათის უვნებლობის სამსახურს, რომ იძებნებოდა ბავშვი, რომელიც მისი მაღაზიის მიმდებარედ გაკაწრა ძაღლმა.
– ჯაბა წავიდა პოლიციაში, მისცა ჩვენება და პოლიციასთან ერთად დაიწყო ოჯახის ძებნა.
– ამასობაში მისმა დროულმა და უზუსტესმა განცხადებამ, სოცმედია სივრცე სრულად დაფარა. ბავშვს და მის ოჯახს ეძებდა ყველა.
– ჯაბამ ჩამორეკა ყველა სააგენტოში, სადაც შეიძლებოდა ჩატარებულიყო მსგავსი ტიპის აცრა. მის სავარაუდო მონაცემებზე დაყრდნობით სააგენტოებმა დაიწყეს შესაფერისი მონაცემების მქონე ბავშვის ძიება.
– გუშინ დილასვე სკოლებში, ოჯახებში დაიგზავნა საინფორმაციო სმს-ები, მათთან ვისი მონაცემებიც მეტნაკლებად ემთხვეოდა ბავშვისას.
– ჯაბა დილიდან ხვდებოდა მედიას, აძლევდა ძალიან კონკრეტულ და ზუსტ ინტერვიუებს და ყველა პლატფორმიდან ცდილობდა ხმა მიეწვდინა მამისთვის.
მე გამიმართლა და ვიპოვნე ჯაბა გუშინ დილას ადრიანად. რომ ვესაუბრე მივხვდი, ეს არ იყო ჩვეულებრივი შემთხვევა, ეს იყო ამ ადამიანის მიერ უსწორესად დაგეგმილი და მართული კრიზსული სიტუაცია. ის ყველა არსებულ და არარსებულ რესურსს იყენებდა ბავშვის მამის მოსაძებნად. და აი რა მითხრს მე და რამ გამაოგნა საბოლოოდ:
– მე ეხლა სარეკლამოში მივდივარ, ბანერი უნდა დავბეჭდო წარწერით “SOS აქ ცოფით მოკვდა ძაღლი” – წითელი ასოებით, თეთრ ფონზე / იმიტომ რომ ხომ შეიძლება ბავშვის მამას არ ჰქონდეს ფეისბუქი, არ უყურებდეს ტელევიზორს… ცხრა მეტრი სამზე იქნება ეს ბანერი, მე ჩემი ფულით დავაბეჭდინებ, მოვიყვან მანქანას და თოკებით გავაბამ დიდ ტრასაზე, ეგებ თვისებაში აქვს მამას აქ ჩავლა და ჩაივლის ყურადღებას მიაქცევს და ვიპოვნით ბავშვს.
ეჭვი არ შემპარვია მის სიმართლეში. დავბეჭდეთ ბანერი, 9/3 მეტრზე. რო ვაკრავდით მამაც გამოჩნდა…
სხვანაირად ვერ იქნებოდა, რადგან ზუსტად ჩვენზე, მხოლოდ ჩვენზე და ჩვენს რესურსზე, ვაკეთოთ სიკეთე, ვაკეთოთ საქმე, ვაკეთოთ გულით, ვაკეთოთ მაქსიმუმი რაც შეგვიძლია / მხოლოდ ამაზეა ყველაფერი დამოკიდრბული და ჯაბა, თავისი ცხოვრებით და თავისი უნარებით, თავისი ადამიანობით და სულგრძელობით უკვე არის ნამდვილი გმირი! და არა მხოლოდ გმირი / საუკეთესო მენეჯერი, მმართველი და კრიზის მენეჯერიც!
ამიტომაა საქართველო რომ მოვიდა აქამდე, ამიტომ ზუსტად რომ არსებობენ ჯაბასნაირი ადამიანები! ყველაფრისთვის მადლობა შენ, ჯაბა“, – აღნიშნულია პოსტში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რიკოთზე ტრაილერი გადაყირავდა და მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა – ახალი დეტალები
  • ავარია რიკოთზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
  • რა გახდა საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge