2021 წლის მეორე თვეც დადგა. ამბობენ, რომ ნამდვილი ახალი წელი სწორედ ახლა, თებერვლიდან იწყება და ამ პერიოდიდან უნდა ველოდოთ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს. ვნახოთ, რას გვიმზადებს ზამთრის მიწურული ზოდიაქოს მიხედვით.
ასტროლოგიური პროგნოზი ყველა ნიშნისთვის:
ვერძი
მომდევნო ერთი თვის განმავლობაში კარიერული თვალსაზრისით სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ. შესაძლოა, შემოსავალი გაგეზარდოთ, ან უფრო კარგ თანამდებობაზე დაინიშნოთ. თქვენს ნიჭს, პროფესიონალიზმს აღიარებენ და დააფასებენ. კარგი პერიოდია ოჯახის წევრებთან ურთიერთობის განმტკიცებისთვის.
კურო
ასტროლოგები გირჩევენ, რომ თუ ბავშვის გაჩენა გსურთ, ახლა დაგეგმვისთვის საუკეთესო პერიოდი იწყება. ქორწინება ამ თვეში ხდება უფრო სასიამოვნო და საინტერესო. მარტოხელა კუროები კი სრულიად მოულოდნელად შესაძლოა, ცხოვრების სიყვარულს შეხვდნენ. ეცადეთ, იზრუნოთ თვითგანვითარებაზე და ნებისმიერ სიტუაციაში თქვენი საუკეთესო მხარე წარმოაჩინოთ.
ტყუპები
ვარსკვლავები თქვენგან უფრო მეტად კონცენტრაციას მოითხოვენ, უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ საქმის კეთების დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, წარუმატებლობა გელოდებათ. ამასთანავე, უყურადღებობის გამო, შესაძლოა, ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები გამოტოვოთ. იყავით უფრო მეტად კონსტრუქციულები და კამათისას ზღვარს არ გადახვიდეთ, თორემ მოსალოდნელია, რომ თქვენთვის ძვირფას ადამიანს ატკენთ გულს და შემდეგ საქმე სანანებლად გაგიხდებათ.
კირჩხიბი
თებერვალში თქვენი შემოქმედებითი აზროვნების უნარი, ოპტიმიზმი და მიზნისკენ სწრაფვა ახალი ძალით დაიმუხტება. თავი აარიდეთ არაჯანსაღ გარემოს, ნეგატივს. თქვენი შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. შესაძლოა, იგრძნოთ, რომ ძალიან ბევრს შრომობთ და ზოგჯერ აჭარბებთ კიდეც, მაგრამ ასტროლოგთა მტკიცებით, თქვენი მონდომება შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
ლომი
ასტროლოგები გირჩევენ, რომ ახლა მთავარია, სიზარმაცე დაძლიოთ. მოშვებული ხართ, დეპრესია გიტევთ, მაგრამ არ უნდა დანებდეთ და თქვენში ოპტიმიზმი ახალი ძალით გააღვიძოთ. იმოქმედეთ და ეცადეთ, საქმე მაქსიმალური სიზუსტით გააკეთოთ. თუკი დახმარება გჭირდებათ, არ მოგერიდოთ. დახმარების თხოვნა არ არის სირცხვილი და ამით თავმოყვარეობა არ შეგელახებათ.
ქალწული
თვის დასაწყისი თქვენთვის საკმაოდ სტრესული იქნება. მსოფლიოში მიმდინარე პროცესების აღქმა განსაკუთრებით მძაფრ გავლენას მოახდენს თქვენს განწყობაზე და შესაძლოა, უიმედობამ შეგიპყროთ. გვერწმუნეთ, ეს დასასრული არ არის. თვის ბოლოსკენ თქვენი ენერგეტიკული ფონი გამოსწორდება და ცხოვრებაში პოზიტიური ფერები შემოვა.
სასწორი
ვარსკვლავები განტვირთვასა და დასვენებას გირჩევენ. თქვენ ეს დაიმსახურეთ. დროა, საკუთარ თავს დრო დაუთმოთ. კარგი იქნება ქალაქგარეთ, ბუნების წიაღში დასვენება. სეირნობა. დასვენება გჭირდებათ იმისთვის, რომ უფრო პროდუქტიულები იყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურში შესაძლოა საქმე კარგად ვერ შეასრულოთ და კონფლიქტებმა იჩინოს თავი.
მორიელი
თებერვლის პერიოდი მიგახვედრებთ, რომ ადამიანები არც ისეთი ცუდები არიან, როგორც თქვენ ფიქრობთ და რომ შეიძლება მათი ნდობა. საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა სირთულეებს დაგაძლევინებთ. წარმატება გელოდებათ კარიერული თვალსაზრისით. ასტროლოგები გირჩევენ, რომ საქმეების გასაიდუმლოებას დროებით მაინც შეეშვათ და გულწრფელობა გამოიჩინოთ.
მშვილდოსანი
არ არსებობს ასაკი და დრო, როცა რაიმე ახლის შესწავლა არ გაბედნიერებთ. ამიტომაც, ახალი რაღაცების სასწავლად თებერვალი შესანიშნავია პერიოდია. შესაძლოა, იქამდეც კი მიხვიდეთ, რომ პროფესია შეიცვალოთ. კარგი პერიოდია რაიმე ახალი ბიზნეს საქმიანობის წამოსაწყებად, რადგანაც ამ პერიოდში დაწყებული საქმე წარმატების მომტანი იქნება. მთავარია, ყურადღებით შეარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი.
თხის რქა
შეძლებთ კარიერასა და პირად ურთიერთობებს შორის ბალანსის პოვნას და ცხოვრება უფრო სასიამოვნო გახდება. მოკლევადიანი საქმე გამოგიჩნდებათ, რომელიც საკმაოდ სარფიან შემოსავალს გპირდებათ. უარი არ თქვათ ახალ შესაძლებლობებზე. იყავით უფრო მეტად კომუნიკაბელურები. ეს თქვენი წარმატების გასაღები იქნება.
მერწყული
შესაძლოა, საკუთარ თავში დაეჭვდეთ და თვითშეფასება დაეცეს. შთააგონეთ თავს, რომ ყველაფერი გამოგივათ, ყველაფერი შეგიძლიათ, რადგანაც ეს მართლაც ასეა. თუ შეგეშინდებათ და ოცნებებს არ მიჰყვებით, თქვენს ოცნებებს სხვები აიხდენენ. დაისახეთ დიდი მიზნები და მიჰყევით გეგმას, რომელიც ამ მიზნებამდე მიგიყვანთ.