1-ელ თებერვალს, სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს თუ როგორ ალაგებდნენ ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშოს მოსწავლეები. კადრებმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, ვიდეოს საფუძველზე შინაგან საქმეთა სამიისტრომ საქმე აღძრა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსმა ეთერ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ბავშვები თვითნებურად, წაიყვანა მერიაში და ტუალეტი დაალაგებინა. ჯაფარიძემ, თავისი საქციელის მოტივად, მოზარდებისთვის შრომის შეყვარება დაასახელა.
„ბავშვები მეთანხმებიან, გაიხალისეს თავი. ყველაფერი ზუსტად არის აღწერილი და მორჩა საუბარი”, – ამის შესახებ „რუსთავი 2-თან“ საუბრისას ეთერ ჯაფარიძემ განაცხადა.
ამასთან, ქალი, რომელმაც ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშო სკოლის მოსწავლეებს დასუფთავებინა, ამბობს, რომ ისევ იგივეს გააკეთებდა.
„ბავშვები მეთანხმებიან, გაიხალისეს თავი. ყველაფერი ზუსტად არის აღწერილი და მორჩა საუბარი. ტუალეტი არ იყო, იყო ფოიე ტუალეტის, სადაც არის მხოლოდ ნიჟარა. დაასხეს სითხე და ამაზე თამაშოდნენ.
ფაქტობრივად, შემდეგ მე გავწმინდე, გასაწმენდიც არაფერი იყო, გაპრიალებული იყო ყველაფერი. ნუ გაიხარებთ, გიჟად შერაცხვა ჩემთვის ახალი არ არის,” – ამბობს ეთერ ჯაფარიძე.