“შემოთავაზება რომ ყოფილიყო, უპრობლემოდ დათანხმდებოდი. აბა, მაგ ნიშნით უარს ვიტყოდი?” – რას ამბობს ირმა სოხაძე The Drag Ball-ზე ნანი ბრეგვაძის გამოსვლასთან დაკავშირებით.
“ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, რომ ნუ ვიქნებით ჰომოფობები, მათ კონცერტზე მონაწილეობაც ჩვეულებრივი ამბავია! ანუ, რა უნდა ვქნათ? – კეთროვანებივით მოვიკვეთოთ, არ დაველაპარაკოთ და ვეძახოთ, თქვენ გვერდში არასოდეს დავდგებით-თქო?!
შემოთავაზება რომ ყოფილიყო, უპრობლემოდ დათანხმდებოდი. აბა, მაგ ნიშნით უარს ვიტყოდი? თუ დრო არ მექნებოდა და ვერ მივიდოდი, ეს სულ სხვა რამეა, ასე ძალიან ბევრ კონცერტზე მომიხდა უარის თქმა…”– ამბობს სოხაძე.