მამა სპირიდონ ცქიფურიშვილმა ევროკავშირის დროშა დაწვა. ამის ამსახველი ვიდეო მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„სოლიდარობა სინდისის ბიჭებს!!!
სოლიდარობა ლაშა შარუხიას!!!“, – წერს ის.
შეგახსენებთ, შარუხია მცხეთის გამგეობის შენობაზე აღმართული ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშის დაწვის გამო დააკავეს და 6 წელი მიუსაჯეს.
ამას მოჰყვა დროშების დაწვის „კამპანია“ „ალტ ინფოს“ აქტივისტებისგან.