სინოპტიკოსები 3 თებერვალს ქუთაისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +21 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7. ბათუმშიც დღისით სინოპტიკოსები +22 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 იქნება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უმეტესად მზიანი დღეა. დღისით ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღე და +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.
მზიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც +19 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +16 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში +17 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +8 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი – 6 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, უმეტესად უნალექოდ, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +1^ გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში +6 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამე კი -6 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი ამინდია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. +15 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.