3 დღის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში 5 და 2.7 წლის ძმები ქუჩაში პიტბულმა დაკბინა.
უფროსი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სახლში იმყოფება. პატარა ლაზარეს მდგომარეობა კი რთულია, ის ჯერ ქუთაისში გადაიყვანეს რეანიმობილით, შემდეგ კი თბილისში, იაშვილის კლინიკაში.
„2-3 კვირაში, კიდევ დასჭირდება ოპერაციის მეორე ეტაპი, იმისთვის, რომ ძვლოვანი დეფექტი სრულფასოვნად დავხუროთ“ – აცხადებს “კარაპს მედლაინის” პლასტიკური-რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ალექსანდრე კლანტროვი მედიასთან საუბრისას.