რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება წყლის ბოთლის ვარგისიანობის ვადას?”– ამ სათაურით ავრცელებს პოსტს “ფეისბუქ” გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს”.
“იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ გადახვედით მრავალჯერადი ბოთლების გამოყენებაზე, შეიძლება მაინც გქონდეთ სახლში პლასტმასის რამდენიმე ბოთლი, რომელთა ვარგისიანობის ვადაც აუცილებლად უნდა შეამოწმოთ.
პლასტმასის ბოთლები ძირითადად პოლიეთილენ-ტერეფტალატისა (PET) და მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან (HDPE) მზადდება, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ გამოსაყენებლად უვარგისია. ბოთლის ვარგისიანობის გასვლის შემდეგ ფუჭდება არა მხოლოდ ის, არამედ მასში ჩამოსხმული წყლის ხარისხიც, შემდეგად კი წყალი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ხდება. იშვიათ შემთხვევებში, არასათანადოდ შენახვისას, ბოთლის წყალში შესაძლოა წარმოიქმნას ობი. ამიტომ ყურადსაღებია ბოთლზე დატანილი ვადა, თუმცა აშშ-ის საკვებისა და წამლის მარეგულირებელი სააგენტოს ინფორმაციით, ბოთლების მწარმოებელი კომპანიების მიერ დატანილი ვარგისიანობის თარიღები ზუსტ გაანგარიშებას არ ეფუძნება და პლასტმასის ბოთლების გრილ, მზისგან დაცულ ადგილას შენახვით ჯანმრთელობის დაზიანების რისკი ძალიან დაბალია!”– წერია პოსტში.