თბილისის ნაწილს გაზმომარაგება შჭეზღუდული აქვს. “თბილისი ენერჯის” ცნობით, გაზი დედაქალაქის 1 287 აბონენტს არ მიეწოდება.
გაზი არ აქვს დიღმის, ისნის, კრწანისის, წყნეთისა და საბურთალოს მოსახლეობის ნაწილს.
კომპანიის ცნობით, მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 18 დეკემბერს 21:00 საათზე აღუდგება.