სოციალურ ქსელში მამა თეოდორეს ქადაგება გავრცელდა, სადაც სასულიერო პირის იესო ქრისტეს მეორედ მოსვლაზე საუბრობს.
„ქრისტე რომ დაბრუნდება, თვალით დავინახავთ და ის იქნება როგორც ელვა,
როგორც ელვა გამობრწყინდება
-ასეთი იქნებაო ძე კაცისა.
იესო ქრისტე იქნება როგორ ელვა,
წარმოგიდგენიათ?
რა თქმა უნდა, მას ყველა დაინახავს.
მაგრამ შეიძლება ეს დანახვა უკვე გვიანი იყოს,
იმიტომ, რომ ადამიანის ქრისტესთან ურთიერთობა მისი თავისუფალი არჩევანია, რომელიც ხდება აი, აქ, სადაც ის არ ჩანს თვალით,
სადაც მისი დანახვა არის შეუძლებელი,
ხოლო თუ ადამიანი თავისუფალი არჩევანით, აი, ჯვარცმული ავაზაკივით, ქრისტეს თავის სიფაქიზეში, დამცრობაში, უკიდურეს დამდაბლებაში, მორჩილებაში, ჩვენგან შეურაცხოფილ მდგომარეობაში, მაგრამ აბსოლუტურ სიყვარულში, აბსოლუტურ სიკეთეში,
თუ აი, ასე, ვერ იცნობს ქრისტეს, ეს მისი თავისუფალი არჩევანი თუ არ იქნება მისი დანახვა
და დაინახავ, აბა რას იზამ?
-ელვასავით იქნება ძე ღმერთი,
როცა ის მოვა, ბუნებრივია მის წინაშე მონებრივი, ოღონდ ცუდი გაგებით მონებრივი თავისმოდრეკა გვექნება,
მაგრამ ეს არაფერს აღარ ნიშნავს,
რადგან იქ ჩვენი თავისუფალი არჩევანი აღარ არსებობს“, – აღნიშნავს გიგნაძე.
