კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„ეხლა უკვე ხუმრობის გარეშე მოვედიი!
არა მანამდეც არ ვხუმრობდი მაგრამ იუმორის ელფერი დასდევდა ჩემს პოსტებს!!!
მოკლედ დავწერე აფხაზეთზე მართლააა მაგარი სიმღერა …
ოღონდ არა პატეთიკური ! პირიქით თანამედროვე სევდა ნარევი ჰარმონიით და არა მძიმე!
ტექსტიც თანამედროვე და არა მაღალფარდოვანი
მოკლედ ჩემებური…
მაგრამ ასე ადვილი არაა ამ სიმღერას რომ ვინმე შეეჭიდოს ალბათ აფხაზეთთან რაღაც კავშირი მაინც უნდა ჰქონდეს!
არა ყველას გვტკივა და ყველასაც გვაქვს უფლება ვიმღეროთ მაგრამ წინა ვარიანტი უფრო ემოციური იქნება!!!
მოკლედ გადავწყვიტე გვქონდეს აფხაზეთზე სიმღერა ოღონდ იყოს ჰიტი და დღევანდელი თაობაც ჰყვებოდეს მელოდიას და სიტყვებს და ზუსტად ასეთი გამომივიდა ❤️❤️❤️
პირადში მირჩევნია მომწეროთ და იქ განვიხილოთ ვისი საკუთრება გახდება ეს სიმღერა 😎😂✌🏽“, – წერს ის.