ინტერვიუს ეს ფრაგმენტი, რუსთავი2-მა წაშალა. წაშალა მისი გარდაცვალების დღეს – იუმორისტი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში კინორეჟისორ ოთარ იოსელიანის გარდაცვალებას გამოეხმაურა.
“დღეს გარდაიცვალა უდიდესი ქართველი კინო რეჟისორი ოთარ იოსელიანი.
გარდა იმისა, რომ ქართველები მის უმაგრეს ფილმებზე გაიზარდნენ და შეყვარებულები არიან – ის ევროპული კინოს გრანდების ტოლსწორია ყველა კრიტერიუმით.
მისი ფილმებჯს კადრები რომ ანახოთ ვინმეს პირველად, ეგონება მსოფლიოში ცნობილი თითებზე ჩამოსათვლელი რეჟისორების.
მოკლედ, რა ქება უნდა ჩემგან ამ გენიოს ქართველს.
2015 წელს, რუსთავი2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ოთარ იოსელიანი ახსენებს ოლიგარქს, რომლის წარმოდგენევუთვდა სურვილებითაც იმართება საქართველოო.
დღეს რამდენიმე ადამიანს მოგონებებში ამოუვარდათ ეს ვიდეო.
და რა მოხდა ამის მერე?
ოთარ იოსელიანის ინტერვიუს ეს ფრაგმენტი, რუსთავი2-მა წაშალა. წაშალა მისი გარდაცვალების დღეს”