Wednesday, May 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

“თავისი შვილის გვერდით დავასაფლავებთ…” – მეგობრები თემურ წიკლაურს იხსენებენ

February 2, 2021
“თავისი შვილის გვერდით დავასაფლავებთ…” – მეგობრები თემურ წიკლაურს იხსენებენ

ეპოქალური არტისტის გარდაცვალებას ტკივილით ეხმიანებიან მისი კოლეგები. თემურ წიკლაურის მეგობარი და ანსამბლ “ივერიის” წევრი – ნუგზარ კვაშალი გვატყობინებს, რომ დიდ მომღერალს ზეგ, სამ თებერვალს ვაჟის, გიორგი წიკლაურის გვერდით დაკრძალავენ, კოჯორში.

ნუგზარ კვაშალი: – სამწუხაროდ, თემური აღარ გვყავს. ზეგ კოჯორში თავისი შვილის გვერდით დავასაფლავებთ, გიორგისთან, რომელიც 38 წლის წინ გარდაიცვალა.

ყველა ჩვენ – “ივერიელებს” გვისამძიმრებს… და ასეც უნდა იყოს. ჩვენ საქართველოს ვუსამძიმრებთ, რომ ასეთი დიდი ადამიანი, ვაჟკაცი, ნამდვილი არწივი დავკარგეთ!..

იმედი არასდროს დამიკარგავს. თავიდანვე მძიმე იყო მისი მდგომარეობა. სტაბილურად მძიმე არის 50/50-ზე, არავინ იცის, ხვალ რა მოხდება.  გაუარესება რომ არ მიდიოდა, ეს გვაძლევდა იმედს. სამწუხაროა…

თამუნა ამონაშვილი: – 75 წელი რა არის? მსოფლიო დონის მომღერალი იყო. საქართველოში ბევრი ადამიანი არ დაფასებულა. ასე იყო თემურიც.

მოწესრიგებული შემოქმედი იყო, თავისი საქმის ფანატი.

იყო არაჩვეულებრივი მამა, ქმარი, ბაბუა, მეგობარი…

კიდევ ბევრი სიმღერა დარჩა უმღერებელი.. ბევრი გეგმა ჰქონდა…  გული დამწყდა… მაგარი მომღერალი იყო, იშვიათი ხმით. არ იყო ოპერის მომღერალი, მაგრამ ესტრადაზე გასაოცრად  იყენებდა ამ ხმას.

დიდი ტკივილით იცხოვრა და ნეტავ, თავისი შვილიშვილით გახარებულიყო… ქეთის ძალიან კარგი შვილი ჰყავს.

მეგობრული კაცი იყო. გასწავლიდა, გვერდზე დაგიდგებოდა. ადამიანი, რომ მიდის, ყოველთვის აქებენ, მაგრამ მართლა საქებარი კაცი იყო.

საბოლოოდ კი ყველანი მიწის შვილები ვართ, მაგრამ ასეთი შემოქმედი ადამიანის, ასე ადრე წასვლა, ძალიან გულდასაწყვეტია.

ნეკა სებისკვერაძე: – უაღრესად დიდი ტკივილია ბატონი თემურის ასეთი ნაადრევი წასვლა ამ ქვეყნიდან… არ მეგულება მეორე მასსავით დიდი და ამავე დროს თავმდაბალი პიროვნება, ნიჭიერი, პროფესიონალი და კაცთმოყვარე ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარდა ახალგაზრდები!

მუდამ პოზიტიური და ბრძენი კაცი, რომელიც უზარმაზარ სიყვარულს აფრქვევდა! ბატონო თემურ, თქვენ დიდხანს იქნებით ჩემს გულში და მეხსიერებაში, როგორც ღირსეული პიროვნება და დიდი არტისტი…

ცნობისათვის, თემურ წიკლაური დღეს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, კორონავირუსთან რამდენიმეკვირიანი ბრძოლის შემდეგ, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია ახალგაზრდების ვინაობა, რომლებსაც მტკვარში ამ დრომდე ეძებენ – ტრაგედიის ახალი დეტალები
  • “ვგმობთ პოლიტიკური დევნის კლასიკურ აქტს, მოვითხოვთ ოქრუაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”- ენმ
  • “გაითვალისწინოს მირიან ქავთარაძემ, ჩემს მოწმეებზე, ჩემს ოჯახზე ზეწოლას ნუ ახორციელებს”- საბა სხვიტარიძე მოწმე პოლიციელს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge