Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„კანდიდატის სტატუსის მიღებიდან ევროკავშირში გაწევრიანებას საშუალოდ 6 წელიწადი დასჭირდა“ – რას გვაჩვენებს სხვა ქვეყნების მაგალითები?

December 15, 2023
„კანდიდატის სტატუსის მიღებიდან ევროკავშირში გაწევრიანებას საშუალოდ 6 წელიწადი დასჭირდა“ – რას გვაჩვენებს სხვა ქვეყნების მაგალითები?

გუშინ საქართველოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიანიჭა.

EU-ში გაწევრიანებლად ქვეყანამ გარკვეული ეტაპები უნდა გაიაროს. კანდიდატის სტასუსის შემდეგ არის გაწევრიანების მოლაპარაკება, მერე კი შეთანხმებაზე ხელის მოწერა.

„თიბისი კაპიტალმა“ გამოაქვეყნა პუბლიკაცია, თუ რა ეკონომიკურ სარგებელს იძლევა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე.

„პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან, საშუალოდ 6 წელი დასჭირდათ ჩეხეთს, ესტონეთს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, მალტას, კვიპროსს, ბულგარეთს, რუმინეთს, ხორვატიას.

„კანდიდატის სტატუსის მიღებიდან ევროკავშირში გაწევრიანებას საშუალოდ 6 წელიწადი დასჭირდა“ - რას გვაჩვენებს სხვა ქვეყნების მაგალითები?

ისტორიულად, მოლაპარაკების პროცესი ყველაზე ხანგრძლივია და ის სახელმწიფოს ისეთ სფეროებსა და ასპექტებს ეხება, როგორებიცაა: ქვეყნის ფუნდამენტური საკითხები, ადგილობრივი ბაზარი, კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა, მწვანე პოლიტიკის დღის წესრიგი და მდგრადი განვითარება, სოფლის მეურნეობა და საგარეო ურთიერთობები.

წევრობის კანდიდატობის პერიოდში, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და კანდიდატი ქვეყნის ეკონომიკებს შორის განსხვავება მცირდება. გაწევრიანების შემდეგ კი, ეფექტი კიდევ უფრო თვალშისაცემია.

„თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციაში განხილულია ბულგარეთის და სხვა ქვეყნების მაგალითი:

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ბულგარეთის ექსპორტი ევროკავშირში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2000-2006 წლებში წლიურმა ზრდამ 23% შეადგინა.

წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, 2000-2006 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება ბულგარეთში თითქმის 8-ჯერ გაიზარდა, ასევე, გაუმჯობესდა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგიც.

ევროკავშირი გაწევრიანების პროცესში, გაწევრიანებამდელი მხარდაჭერის ინსტრუმენტს სთავაზობს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რაც 14 მილიარდი ევროთი ისეთი სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსებას გულისხმობს, როგორებიცაა: კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, მწვანე დღის წესრიგი, კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა, ტერიტორიული და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა. ასევე, არსებობს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომლითაც 9 მილიარდი ევროა გამოყოფილი ტრანსპორტის და ენერგეტიკის სექტორების, ასევე მწვანე და ციფრული განვითარებისთვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საგარანტიო პლატფორმა, რამაც რეგიონში 20 მილიარდამდე ევროს ინვესტიციები უნდა მოიზიდოს.

რაც შეეხება კანდიდატობის პერიოდში სხვადასხვა ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერისა და დახმარების შედეგებს: ბოსნია და ჰერცოგოვინაში ინვესტიციები სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ხის გადამამუშავებელ მრეწველობაში, ასევე მეტალურგიაში ჩაიდო.

ჩრდილოეთ მაკედონიაში ევროკავშირმა ინვესტიცია 6 რეგიონული სამედიცინო ცენტრის აღჭურვისთვის განახორციელა. ასევე, სერბეთთან სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების შედეგად, გამტარუნარიანობა 30%-ით გაიზარდა.

დასავლეთ ბალკანეთსა და თურქეთში ათასობით ფერმა და აგროსასურსათო გადამამუშავებელი საწარმო გადაიარაღდა.

ალბანეთში შეიქმნა სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ასევე – მცირე და საშუალო მასშტაბის საგზაო ინფრასტრუქტურა. შედეგად, სოფლები ცენტრალურ მაგისტრალებს დაუკავშირდა, რამაც ტურიზმის განვითარებას შეუწყო ხელი, ასევე, სოფლის მეურნეობას საექსპორტო ბაზრებისკენ გაუხსნა გზა.

საქართველოსთვის ევროკავშირი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ადასტურებს, რომ კანდიდატობის სტატუსი ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს,“- ვკითხულობთ კვლევაში.

წყარო: bpn.ge

„რას ცვლის სტატუსის მიღება საქართველოსთვის?“ – გაეცანით ბმულზე

„რა ხდება სტატუსის მინიჭების შემდეგ?“ – გაეცანით ბმულზე

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge