დღეს, 20:00 საათზე, დედაქალაქში ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთება.
„თბილისი-ევროპული ქალაქი“ – ამ სლოგანით ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში 15 დეკემბრიდან საახალწლო დღეები დაიწყება. 20:00 საათზე გელოდებით ყველას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ. ყველას გვექნება შესაძლებლობა, ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები. მობრძანდით თქვენი შვილებითა და შვილიშვილებით, სასიამოვნო საღამო გელოდებათ“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
