ჩინური ასტროლოგიის მიხედვით, დეკემბერი ხის ვირთხის თვეა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ თვეს დინამიკური ენერგია აქვს და არაერთი ცვლილების წინაშე დაგვაყენებს.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, დეკემბერი დინამიკის, აქტიურობის, მუდმივი სოციალური კონტაქტების დროა. გაზრდილი ენერგიისა და აქტივობის ფონზე, დიდი შანსია, რომ დროდადრო, კომუნიკაციის პრობლემა წარმოიშვას, რაც კონფლიქტსა და დაპირისპირებებს გამოიწვევს. ამიტომაც, მთავარი რჩევაა, რომ დეკემბერში რადიკალური და იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.
დეკემბერში არსებობს ორი განსაკუთრებით საყურადღებო თარიღი – 14 და 25 დეკემბერი, როცა ჯობს საქმეები გადადოთ და დრო მშვიდად გაატაროთ, არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და კონტრაქტების გაფორმება.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, დეკემბერი ერთი დიდი აურზაურის თვეა, როცა შეგიძლიათ, სცადოთ ყველაფერი, რასაც აქამდე ვერ ბედავდით, ან არ გამოგდიოდათ. ეს შესანიშნავი თვეა, საკუთარი შესაძლებლობები, უნარები სრულად წარმოაჩინოთ. თუკი ყურადღებით იქნებით და იმპულსურ გადაწყვეტილებებს არ მიიღებთ, შეგიძლიათ, დეკემბრის თვის ენერგია პროდუქტიულად გამოიყენოთ. რადგანაც, მმართველი სიმბოლო თითოეულ ადამიანს სიმტკიცესა და თავდაჯერებულობას შემატებს.
ნუ იტყვით უარს წვეულებებზე, მეგობრებთან ერთად შეკრებასა და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობაზე – დეკემბრის თვის ენერგია თითოეულ ჩვენგანს რომანტიკისა და სასიყვარულო ურთიერთობების აწყობის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად ეხმარება. შესაძლოა, იქ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ბევრ ბედნიერ დღეს გაჩუქებთ, ან კიდევ დაგეგმოთ სამომავლო თანამშრომლობა, საქმიანი პარტნიორობა და ასე შემდეგ.
ამავე დროს, აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, დეკემბრის თვეში შესაძლოა, აპათია, უიმედობის განცდა არაერთხელ იგრძნოთ და განწყობაც გაგიფუჭდეთ. ნუ ინერვიულებთ, ემოციური დღეები მალე დამთავრდება და საკუთარ თავში მოტივაციისა და ენერგიის პოვნას კვლავ მოახერხებთ.
ეს თვე გაძლევთ შესაძლებლობას, რაიმე ახალი შეისწავლოთ. ამ მიმართულებით, თქვენი ყველა წამოწყება, მონდომება აუცილებლად დაფასდება და დიდი წარმატების მიღწევასაც შეძლებთ.
დეკემბერში დიდი შანსია, რომ სამსახურში თქვენი მონდომება, შრომისმოყვარეობა საბოლოოდ აღიარონ და კარიერული წინსვლა შემოგთავაზონ.
ასევე, კარგი პერიოდია სამსახურის ან სამსახურებრივი სფეროს შეცვლისთვის. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, გადაწყვეტილება კარგად გააზრებული უნდა იყოს. დეკემბერში ნებისმიერმა იმპულსურმა და ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ძალიან დაგაზარალოთ.
არ დაგავიწყდეთ, რომ 13 დეკემბრიდან პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს და 30 დეკემბერს დაასრულებს. ამიტომ, აღნიშნულ პერიოდში მნიშვნელოვანია, უკვე არსებული საქმეები და ვალდებულებები დაასრულოთ.
21 დეკემბერს კი ზამთრის ბუნიობის დღეა. ითვლება, რომ აღნიშნული დღე ენერგეტიკულად ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია. ადამიანები მომატებულ შფოთვასა და ემოციურობას გრძნობენ, ამიტომაც გაითვალისწინეთ, რომ 21 დეკემბერს, დრო მშვიდად გაატაროთ და მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ.
წყარო:ბომონდი