„მთავარი არხის“ დამუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
„ჩემი წინა სტატუსი Taste Atlas-ის რეიტინგში ქართული სამზარეულოს არასათანადოდ დაფასების შესახებ, ხომ გახსოვთ?
ხოდა, უმუშავია ქართველების კოლექტიურ აღშფოთებას: იმავე TasteAtlas რეიტინგით და სრულიად სამართლიანად
ps მეტიც, პირველზე ჩვეულებრივი (იმერული, სავარაუდოდ) ხაჭაპურია და მეოთხეზე – აჭარული“.
წინა სტატუსში ნიკა გვარამია Tasteatlas-ის მსოფლიო სამზარეულოს რეიტინგს გამოეხმაურა, რომელმაც ქართულ სამზარეულოს 26-ე ადგილი მიაკუთვნა.
„ეს რეიტინგი დასაცინი ბოდვაა. ქართული სამზარეულო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია, უპირობოდ. მსოფლიო მასშტაბით, რა რეიტინგიც არ უნდა თხზა, ათულიდან ვერ უნდა გავარდეს.
ps განსაკუთრებით, რაის პოლონური, სერბული, ხორვატიული და უნგრული სამზარეულო, ხო მშვიდობაა? 🙈😂
pps ფრანგული სამზარეულო მერვეზე და ტაილანდური მეჩვიდმეტეზე 😂😂😂😂 ვაი თქვენ პატრონს“ – წერდა გვარამია.