Saturday, June 28, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

„წადი“ ეუბნებიან ქალს. კისერზე ბავშვები ჰკიდია და „ბო…ის“ სტატუსის ეშინია” – პატარაია

February 2, 2021
“აბა, ამას თუ მისდგებიან ბულდოზერებით” – რა ფოტოებს აქვეყნებს ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატრაია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითც საქართველოში არსებულ სოციალურ და მენტალურ პრობლემებს ეხმაურება.

„არ მოგწონს? წადი.“ კაპიტალისტური მანტრაა, რომელიც გვატყუებს. ის გვიქმნის თავისუფლების ისეთ ილუზიას, რომელიც საერთოდ არ ითვალისწინებს არსებულ გარემოებებს. ეს წინადადება გვატყუებს, თითქოს არჩევანი მართლა გვაქვს. ყველაზე უპასუხისმგებლო, აროგანტული და ზედაპირული ადამიანები ამბობენ ამ სიტყვებს. ეს ფრაზა სრულიად უარყოფს რეალობას და დილემების არსებობას.

„არ მოგეონს? წადი.“ ეუბნება ბიზნეს მენეჯერი 400 ლარიან თანამშრომელს, რომელსაც დამატებით ამუშავებს და სრულიად აიგნორებს იმ მოცემულობას, რომ ამ გაჭირვებაში და უმუშევრობაში წასვლა შიმშილს უდრის და ის ვერ წავა…

„არ მოგწონს? წადი.“ ეუბნებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომელსაც არ აქვს ფული, კისერზე ბავშვები ჰკიდია და „ბოზის“ სტატუსის საფუძვლიანად ეშინია; ცალკე მოძალადე ქმრისგან შანტაჟი და მუქარები აწუხებს და არც ერთი მხარდამჭერი არ ყავს. აღარაფერს ვამბობ დანგრეულ ფსიქიკაზე და უდაბლეს თვითშეფასებაზე, რაც მსხვერპლს ახასიათებს.

„არ მოგწონს? წადი“ ეუბნებიან ქვეყნებსაც კი, მაგალითად ქართველები ეუბნებიან რუსეთზე დამოკიდებულ სომხეთს, მაშინ როცა ქართველებსაც დაკარგული აქვთ ტერიტორიები და ძალიან ძვირი უჯდებათ ნატოსკენ სწრაფვა. და სომხეთს რა დაუჯდება რუსეთისგან წასვლა საერთოდ გესმით?

თავისუფლება ძალიან ძვირი ღირს. ზოგჯერ ის პირდაპირ სიკვდილს და შიმშილს ნიშნავს, ამიტომ ამ ხეპრე გამოთქმას „არ მოგწონს? წადი“ გავეშვათ და თუ შეგვიძლია, (და ნამდვილად შეგვიძლია), დავეხმაროთ ადამიანებს თავისუფლებისკენ სწრაფვაში მხარდაჭერით, გაძლიერებით, თანაგრძნობით. და ნუ გვავიწყდება, რომ სხვისი მდგომარეობა შეიძლება ბევრად უფრო მძიმე იყოს ვიდრე ჩვენი. ნუ უგულვებელყოფთ სხვის რეალობას, სხვის რესურსებს, სხვის მოცემულობას. ნუ იქნებით უგრძნობი და აროგანტულები. ინგლისელები ამბობენ თუ გინდა სხვის ადგილას წარმოიდგინო თავი, მისი ფეხსაცმელი ჩაიცვიო, ამიტომ თუ თანაგრძნობას ეძებთ, საკუთარი ფეხსაცმლით ნუ შეგლაჯუნდებით სხვის სამყაროში, მიდი, აბა, ჩაიცვი მისი პატარა და ძველი ფეხსაცმელები და მერე ილაპარაკე.

მე არავის მოვუწოდებ უარი თქვას თავისუფლებაზე, სულ პირიქით, მონობის სიმწარეს არც ერთ ცოცხალ არსებას არ ვუსურვებ. მე დანარჩენებს მოვუწოდებ, დავეხმაროთ და თანავუგრძნოთ სხვებს, რადგან გამუდმებით მესმის და უკვე ყელში მაქვს ამოსული ეს „არ მოგწონს? წადი“ – ყოვლად უპასუხისმგებლო და იდიოტური მანტრა“, – წერს ბაია პატარაია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ვიზიარებ თქვენს ტკივილს…“ – რომის პაპი, ლეონ XIV, მიმართვას ავრცელებს
  • გერმანიამ რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის შესაჩერებლად გამანადგურებლები გაუშვა
  • საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge