ვინ არის გაჩა ზვერაძე, რა გზა გაიარა აქამდე და რას ფიქრობს სერიალზე, რომელშიც მოულოდნელად აღმოჩნდა.
ამ თემებზე „ჩცდ“-ს მსახიობმა, დავით დვალზე AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
დავით დვალი:
– პროფესიით ეკონომისტი ვარ. “ჯავახიშვილში” ვსწავლობდი, მქონდა ურთიერთობა უნივერსიტეტის კულტურულ ღონისძიებებთან. “კავეენსაც” ვთამაშობდი, ნაკრებში ვიყავი, ასევე უნივერსიტეტის თეატრში. იქ იყო დასი, რომელსაც არაჩვეულებრივი, ძალიან ნიჭიერი რეჟისორი ხელმძღვანელობდა. ის იყო თხემით ტერფამდე, საქართველოს და ადამიანის სიყვარულით სავსე ზაზა წაქაძე, რომელიც სამწუხაროდ, წელიწად-ნახევარია, რაც გარდაიცვალა. მან უნივერსიტეტის თეატრში მსახიობის ოსტატობის სრული კურსი შეგვასწავლა.
– უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ არ შეგეძლოთ იმ თეატრში თამაში?
– როგორ არა, მაგრამ ისე მოხდა, რომ დავქორწინდი. მერე ჩავთვალე, რომ მამაკაცი ოჯახს უნდა უძღვებოდეს, ამისთვის ფინანსებია საჭირო, აქტიური მუშაობა და შესაბამისად სამსახური დავიწყე. მოკლედ, თეატრისთვის, მსახიობობისთვის ვეღარ მოვიცალე. არადა, ძალიან მიყვარდა ეს სფერო, მაგრამ იქ დამთავრდა ჩემი სამსახიობო კარიერა და სცენა. ვმუშაობდი პროფესიით, ეკონომისტად. ახლა ჩემი საქმე მაქვს – გადაზიდვების სფეროს ვუძღვები… კითხვა განაგრძეთ ბმულზე.