რამდენიმე დღის წინ ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად, 10 წლის ბავშვი დაშავდა.
მისი ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ IPN-სთან დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ ისაუბრა.
„სტაბილურად არის ამ წუთისათვის ბავშვი, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა. გაუარესების გარეშე მივდივართ. აღენიშნება მეორე, მესამე ან მესამე ბე ხარისხის დაზიანებები“,- განაცხადა ქაშიბაძემ.